Digest Logo

🎥 „დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, შეიძლება მიიღოთ დაპირებები, რომელიც არ შესრულდება“ - კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები მიხეილ ცაგარელისგან!

1759735146
ასტროლოგი - მიხეილ ცაგარელი

„დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, მცირდება ურთიერთგაგება საუკეთესო გამოსავალი კი იუმორია. შეიძლება მიიღოთ დაპირებები, რომელიც არ შესრულდება“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „იმედის დილა“ საუბრობს.

მისი თქმით მიმდინარე კვირაში 5 გეომაგნიტური დღე გვაქვს - ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი, აკონტროლეთ წნევა. 

„ორშაბათს და სამშაბათს სავსემთვარეობაა, ხვალ დილით კი პიკია - ვერძი და სასწორის ზოდიაქალურ ღერძზე. ეს იწვევს მოზღვავებულ ენერგიას და მოქმედებს ემოციაზე. 

მატულობს აფეთქება ადამიანებში, საჭესთან იყავით ფრთხილად, არ გინდათ კამათი და გამოიჩინეთ მეტი ტაქტი.

დღეიდან მერკური გონების მმართველი პლანეტა გადადის მორიელის ზოდიაქოს ნიშანში 29 ოქტომბრამდე.

ადამიანები გახდებიან უშიშრები, მებრძოლები და ინტუიციური, თუმცა  მატულობს ეჭვიანობა, პირდაპირობა, წყენის დამახსოვრება და სამაგიეროს გადახდის სურვილი, ეს კი ყველა ზოდიაქოს ნიშანზე იმოქმედებს“, - ამბობს ასტროლოგი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დაე, აღსრულდეს ის, რაც ღმერთმა საქართველოსთვის ისურვა“ - გია მურღულია

⭕„7-8 ოქტომბერს, ყველგან მოსალოდნელია მზიანი და უნალექო ამინდი“ - ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძესგან

⭕„იკრძალება ოპერაციები: კბილებზე, თვალებზე, მთლიანად თავზე“ - 6 ოქტომბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობა, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით