დღე არ არის მარტივი, ენერგეტიკა შემზღუდავი და ცოტა მძიმეა, თუმცა მნიშვნელოვანი ამ დროს არა მოქმედება, არამედ თავშეკავება და მოთმინებაა, რადგან დიდია შეცდომების დაშვების რისკი.
მთელი დილა, 14:33-მდე გაგრძელდება უკურსო მთვარის პერიოდი. მთვარე ტყუპებშია, მაგრამ ემზადება კირჩხიბში გადასვლისთვის.
შეგახსენებთ, რომ უკურსო მთვარის პერიოდში არ ღირს რაიმე მნიშვნელოვანი საქმის წამოწყება, განსაკუთრებით ისეთის, რაც გრძელვადიან პერსპექტივაზეა მიმართული. ეს არ არის საუკეთესო დრო გადაწყვეტილებების მისაღებად, მნიშვნელოვანი საქმეების დასაწყებად, განსაკუთრებით პრინციპულად ახალი მიმართულებების ან სერიოზული საუბრებისთვის. ყველაფერი, რაც სიზუსტეს, ლოგიკას და კონკრეტულ შედეგს მოითხოვს, ამ პერიოდში შეიძლება გაურკვეველი და არამდგრადი გახდეს.
ამიტომ დღის პირველი ნახევარი უფრო ყოველდღიური, რუტინული საქმეებისთვისაა განკუთვნილი - მარტივი დავალებების შესასრულებლად. 14:33-ის შემდეგ მთვარე უკვე კირჩხიბში იმოძრავებს და ენერგია მნიშვნელოვნად შეიცვლება, მაგრამ არ შემსუბუქდება.
მთვარე კირჩხიბში ზრდის მგრძნობელობას, ემოციურობას და შინაგანი დაუცველობის განცდას.
კირჩხიბში გადასვლისთანავე ის დაძაბულ ასპექტს (კვადრატს) ქმნის ნეპტუნის, სატურნის და მზის შეერთებასთან- იქმნება საკმაოდ მძიმე ემოციური ფონი.
შეიძლება გაჩნდეს დაღლილობის განცდა, მაშინაც კი, თუ გადატვირთული არ ხართ. შესაძლებელია მარტოობის, გაუგებრობის ან შინაგანი სიცარიელის შეგრძნება. შესაძლოა ეჭვები გაჩნდეს საკუთარ თავთან, მიზნებთან და არჩეული გზის სისწორესთან დაკავშირებით. ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება მსუბუქ პესიმიზმად გამოვლინდეს - განცდად, რომ ყველაფერი არასწორი მიმართულებით მიდის.
გარდა ამისა, დღეს მზე შედის ზუსტ შეერთებაში სატურნთან. ეს ყოველთვის სიმტკიცის და სიბრძნის გამოცდაა. სატურნს არ უყვარს ილუზიები და გვიჩვენებს, სად გადავაჭარბეთ ჩვენი ძალები, სად შევიქმენით ჭარბი მოლოდინები საფუძვლის გარეშე, სად არ გავითვალისწინეთ მნიშვნელოვანი ფაქტორები, ამიტომ ეს შეერთება შეიძლება გამოვლინდეს შეზღუდვებით, შეფერხებებით, ადამიანების მხრიდან გულგრილობით ან არც ისე სასიამოვნო რეალობის მიღების აუცილებლობით.
მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწორად გავიგოთ ამ შეერთების არსი. ეს არის გარკვეული ჭეშმარიტების მომენტი, როცა შეგვიძლია შევჩერდეთ, გავიაზროთ ყველაფერი, რაღაც გავაცნობიეროთ საკუთარ თავში და გავასწოროთ რაკურსი.
დღევანდელი რიტმის შენელება - ჩათვალეთ, რომ მიგვანიშნებს არასწორ გადაწყვეტილებებზე, რომ შესაძლოა არასწორი მიმართულებით მივდივართ. სიმბოლურია, რომ დილიდან დაახლოებით 10:45-დან იწყება მერვე მთვარის დღე. ეს დღე ენერგეტიკულად არასტაბილურია, რადგან მთვარის გარდამავალი პერიოდია - პირველი ფაზიდან მეორე ფაზაში. დღის სიმბოლოა ფენიქსი, რომელიც განასახიერებს აღდგომას, ახლიდან დაბადებას. მერვე მთვარის დღე ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის დღეა ენერგეტიკულ, სულიერ და ფიზიკურ დონეზე.
შეიძლება შეამჩნიოთ ცვლილებები, როგორც საკუთარ თავში, ასევე თქვენს გარშემო არსებულ სამყაროში. სასურველია, ყურადღებით დააკვირდეთ ყველაფერს, რაც ხდება. ეს საშუალებას მოგცემთ, ცხოვრებას ახალი პერსპექტივიდან შეხედოთ. შეცვალოთ არა მხოლოდ თქვენი ჩვეული, ძველი შეხედულებები, არამედ თქვენი პრინციპებიც კი. ასეთი ცვლილებები მხოლოდ დადებითად აისახება თქვენს ცხოვრებაზე.
როგორც წესი, ამ დღეს აქტიურდება ნეგატიური და ტოქსიკური ენერგიები, როგორც ჩვენში, ისე სხვა ადამიანებში. ამიტომ მზად იყავით ნებისმიერი ასეთი გამოვლინებისთვის. არ აჰყვეთ ამ ენერგიებს და თავიდან აიცილეთ პროვოკაციები.
დღე კარგია თვითანალიზისა და მონანიებისთვის. გაიხსენეთ ყველა ის უსიამოვნება და პრობლემა, რაც წარსულში გადაგხდათ თავს და გაუშვით ისინი.
კარგია, თუ დღეს პირად ამბიციებს, წყენას და სიამაყეს გვერდზე გადადებთ. გაბრაზება, ნერვიულობა ან გაღიზიანება არასასურველია. ეცადეთ შეინარჩუნოთ პატიების, მადლიერების, სიმშვიდის განცდა და ემოციური წონასწორობა.
იკვებეთ ზომიერად და მსუბუქად.
მთვარის ასტროლოგიის მიხედვით, ამ დღეს თმის შეჭრა ძალიან კარგად აისახება ჯანმრთელობაზე.
მეგობრებო, გირჩევთ, დღე გაატაროთ დამკვირვებლის პოზიციიდან. ასე უფრო მეტ საინტერესო დეტალს აღმოაჩენთ და უფრო მეტად შეძლებთ დღის ენერგიის მართვას. შეგიძლიათ, ჩაინიშნოთ და შეადაროთ ყოველი მთვარის თვის მერვე დღე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕25 მარტი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა
⭕24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა: რობერტ კოხის აღმოჩენიდან 140 წელზე მეტი გავიდა
🎥 პოპულარული „ტიკტოკ“ ტრენდი - რა ვიდეოს აქვეყნებს მანუ მურღულია