24 მარტს მსოფლიო ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი უკავშირდება 1882 წლის 24 მარტს, როდესაც გერმანელმა ექიმმა, რობერტ კოხმა, საზოგადოებას ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიის აღმოჩენის შესახებ ამცნო.
XIX საუკუნეში ტუბერკულოზი ევროპაში ნამდვილი ეპიდემია იყო. ვარაუდობენ, რომ იმ პერიოდში ყოველი მეოთხე სიკვდილის მიზეზი სწორედ ეს დაავადება ხდებოდა. კოხის მიერ ბაქტერიის იდენტიფიცირებამ საფუძველი ჩაუყარა დაავადების დიაგნოსტირებასა და მკურნალობის გზების ძიებას.
რობერტ კოხის აღმოჩენამ რადიკალურად შეცვალა მედიცინის ისტორია, რადგან სწორედ მისმა მოღვაწეობამ ჩაუყარა საფუძველი ტუბერკულოზის დიაგნოსტირებასა და მკურნალობას. XX საუკუნეში სიკვდილიანობის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა მეცნიერული კვლევებისა და ანტიბიოტიკების გამოჩენის შედეგად, რამაც ათასობით სიცოცხლე გადაარჩინა.
რაც შეეხება, კოხს, რომელიც სამართლიანად ითვლება ბაქტერიოლოგიის ერთ-ერთ ფუძემდებლად, 1905 წელს ამ ეპოქალური აღმოჩენისთვის ნობელის პრემია მიენიჭა ფიზიოლოგიასა და მედიცინაში. მიუხედავად ასეთი დიდი პროგრესისა, ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე შეგვახსენებს, რომ ამ დაავადებასთან ბრძოლა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კვლავაც გლობალურ პრიორიტეტად რჩება.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 პოპულარული „ტიკტოკ“ ტრენდი - რა ვიდეოს აქვეყნებს მანუ მურღულია
🎥 რიკი მარტინი საქართველოში კონცერტს გამართავს - ბილეთების გაყიდვა დაწყებულია
წყარო: medscriptum.org