ოთხშაბათის, 20 მაისის ასტროლოგიური და ენერგეტიკული განხილვა:
მთვარე მთელი დღის განმავლობაში კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში მოძრაობს, რის გამოც ეს პერიოდი გამოირჩევა მაღალი მგრძნობელობით, ემოციურობითა და, ამავდროულად, უაღრესად პროდუქტიული ენერგიით.
კირჩხიბის მთვარე გარემოს მიმართ მეტად მგრძნობიარეს გვხდის. თუ ვგრძნობთ სითბოს, მხარდაჭერას და ყურადღებას, ჩვენც იგივეს გავცემთ და პოზიტივს ვასხივებთ.
თუ ტოქსიკურ, დაძაბულ და ემოციურად ცივ გარემოში ვართ, ეს მომენტალურად აისახება ჩვენს შინაგან მდგომარეობაზე, გვაცლის ენერგიას და გვირღვევს ემოციურ ბალანსს.
ამიტომ, მნიშვნელოვანია, დღე ისეთი ადამიანები გარემოცვაში გავატაროთ, რომლებიც არ გაიძულებენ, მუდმივად თავდაცვით მდგომარეობაში იყოთ.
კირჩხიბის მთვარე დღეს იუპიტერთან შეერთებაშია და ეს თვის ყველაზე კეთილგანწყობილი და მხარდამჭერი ენერგიაა. ის აძლიერებს ჩვენს ინტუიციას და გვანიჭებს შინაგან სიძლიერეს, იმედს და წარმატების რწმენას. ამიტომ, დღეს ბევრი იგრძნობს, რომ სამყარო გვთავაზობს ახალ შესაძლებლობებს, ახალ პერსპექტივებს.
ბევრისთვის დღე ძალიან იღბლიანი იქნება, რადგან იუპიტერი კეთილ ჯადოქარს ჰგავს, რომელიც გულუხვად ანაწილებს შანსებს, შესაძლებლობებს და საჩუქრებს. ამიტომ, დღეს გელოდებათ იღბალი და საქმეების წარმატებულად წარმართვა, განსაკუთრებით, თუ დაკავშირებულია ოჯახთან, სახლთან, შვილებთან და უძრავ ქონებასთან.
ზოგს მომავლის გეგმების დასახვის შთაგონება ეწვევა, ზოგი- საბოლოოდ იპოვის გამოსავალს რთული, დამაბნეველი და ჩიხში შესული სიტუაციიდან, სხვები კი ემოციურად მძიმე დღეების შემდეგ უბრალოდ შინაგან შვებას იგრძნობენ.
ეს დღე მართლაც იდეალურია მომავალზე ფიქრისთვის, სტრატეგიის დასაგეგმად და საკუთარი სურვილების ასასრულებლად. გახსოვდეთ, რომ მთვარისა და იუპიტერის შეერთება გვეხმარება, მოვლენებს უფრო ფართო მასშტაბით შევხედოთ.
სწორედ ამიტომ, ასეთ დროს ჩნდება მეტის, უკეთესისა და უფრო ჰარმონიული ცხოვრების სურვილი. გვინდა არა უბრალოდ გადარჩენისთვის ბრძოლა, არამედ სიხარულით, სითბოთი და შინაგანი ზრდით სავსე მომავლის შექმნა.
ეს პერიოდი მეტად ხელსაყრელია გრძელვადიანი პროექტების დასაწყებად. თუ მნიშვნელოვანი საქმის ან ბიზნესის წამოწყებას გეგმავდით, დღევანდელი დღე საუკეთესო შანსია. თუმცა, ეს ყველაფერი 17:30 საათამდე უნდა მოასწროთ, რადგან ამის შემდეგ მთვარე ლომის ზოდიაქოში გადასასვლელად ემზადება და დაიწყება უკურსო მთვარის პერიოდი.
ამ დროს სჯობს მოერიდოთ ფუნდამენტური და გრძელვადიანი საქმეების დაწყებას, რადგან შედეგი, შესაძლოა, სრულიად ასცდეს თქვენს მოლოდინს. აღნიშნულ დრომდე კი სამყარო მწვანე შუქს აგინთებთ ნებისმიერი წამოწყებისთვის. მით უმეტეს, რომ მთვარისა და იუპიტერის შეერთებას პროზერპინასთან ჰარმონიული ასპექტი (ტრიგონი) აძლიერებს.
პროსერპინას გავლენით, ჩვენ ვამჩნევთ მნიშვნელოვან წვრილმანებს, რომლებიც აქამდე გამოგვეპარა. ის თითქოს ფაზლის ნაწილებს აერთიანებს და საშუალებას გვაძლევს, მოვლენების დაფარული არსი დავინახოთ. გარდა ამისა, ეს ასპექტი საუკეთესოა ჩვენი ცხოვრებიდან მოძველებული და დრომოჭმული შაბლონების მოსაშორებლად.
პროზერპინას ენერგია დღეს მკაფიოდ გვაჩვენებს ჩვენს შემაფერხებელ ფაქტორებსა და ჩვევებს. დავინახავთ, სად გბჭირდება განახლება, რისი გაშვების დრო დადგა და რას უნდა მივანიჭოთ უპირატესობა, რათა უფრო მეტად განვავითაროთ.
ყველა ამ ასპექტის ერთობლიობა ოთხშაბათს, 20 მაისს, იდეალურ დღედ აქცევს სხვადასხვა პრობლემის გადასაჭრელად. ეს განსაკუთრებით ეხება მომავალს, ოჯახს, კერას, მნიშვნელოვან ცვლილებებსა და შინაგან გარდასახვას. შეეცადეთ, ძირითადი აქტივობები 17:30 საათამდე დაგეგმოთ, რადგან უკურსო მთვარის პერიოდი 21 მაისის დილის 6:50 საათამდე გაგრძელდება.
გარდა ამისა, 20 მაისი გარდამტეხია იმითაც, რომ ნიშანს იცვლის როგორც მთვარე, ისე მზე, რომელიც ამ დღეს კუროს ზოდიაქოში მოძრაობას ასრულებს.
დღეს უკვე შესამჩნევი გახდება შინაგანი ცვლილებები. იგრძნობთ, როგორ იკრებს ტემპს გარემო, ფართოვდება აზროვნება და ძლიერდება საინფორმაციო ნაკადი.
შესაძლოა იმატოს შინაგანმა მოუსვენრობამ - ყველაფრის სასწრაფოდ გაგების, განხილვის, სწავლისა და წინსვლის სურვილმა. ბევრისთვის რთული გახდება ერთ რამეზე დიდხანს კონცენტრირება, რადგან ყურადღება ხდება გაფამტული. სამაგიეროდ, მკვეთრად აიწევს ცნობისმოყვარეობისა და სიახლეებისკენ ლტოლვის კოეფიციენტი. აი, ასე იგრძნობა ტყუპების ზოდიაქოს მოახლოება.
არ უნდა დაგვავიწყდეს მეხუთე მთვარის დღის გავლენაც, რომლის სიმბოლო მისტიკური უნიკორნია. ეს პერიოდი მხარს უჭერს გულწრფელ ადამიანებს და ჩვენს შინაგან პატიოსნებას ცდის.
ეს ახალმთვარეობის ენერგიის ათვისების ფაზაა: თუ აქამდე მიზნებს მხოლოდ ფურცელზე თუ ფიქრებში ვისახავდით, სივრცე უკვე იწყებს მათ ჩანერგვას ჩვენს რეალობაში. შესაბამისად, ნებისმიერ რესურსს - სიტყვებს, კომუნიკაციას, საკვებს, ინფორმაციასა თუ ემოციებს, რომლებსაც დღეს მივიღებთ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება მომდევნო კვირებისთვის.
ამიტომ, მეხუთე მთვარის დღე შინაგანი ჰარმონიზაციისთვის მნიშვნელოვან პერიოდად ითვლება. ეს დრო მჭიდროდ უკავშირდება საკვების თემას - როგორც ფიზიკურ, ისე ენერგეტიკულ დონეზე, რადგან ყველაფერი, რასაც დღეს მივირთმევთ, ორგანიზმში განსაკუთრებით ღრმად ასიმილირდება. შესაბამისად, აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ როგორც რაციონს, ისე ჩვენ გარშემო არსებულ ემოციურ ფონს. თუ მთელ დღეს შფოთვაში, კონფლიქტსა და გაღიზიანებაში გავატარებთ, ან თუ ტოქსიკურ გარემოში მოგვიწევს ყოფნა, ეს ჩვენს სულსა და სხეულში მძიმე ემოციურ და ენერგეტიკულ ტვირთად ჩაილექება.
თუმცა, თუ შევეცდებით, რომ ჩვენი სივრცე სითბოთი, შთაგონებით, პოზიტიური აზრებით, საინტერესო, გულწრფელი საუბრებითა და, რაც მთავარია, შინაგანი სიმშვიდით შევავსოთ, მაშინ, პირიქით, ორგანიზმი ენერგიის მძლავრ აღდგენას დაიწყებს.
მეხუთე მთვარის დღეს სასარგებლოა სეირნობა, ბუნებაში დროის გატარება და საკუთარი სხეულის მიმართ მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა - მაგალითად, მასაჟის ან სუნთქვითი ვარჯიშების დახმარებით. ასევე მნიშვნელოვანია შემოქმედებით საქმიანობაში ჩართვა, მუსიკის მოსმენა, შთამაგონებელი ლიტერატურის კითხვა და, ზოგადად, დღის ესთეტიკურ გარემოში გატარება.
ასევე აუცილებელია, მაქსიმალური ფოკუსი მიმართოთ იმ მიზნებზე, რომლებიც ამ მთვარის თვისთვის დაისახეთ. დღის ძლიერმა ენერგიამ, შესაძლოა, საფუძველი ჩაუყაროს იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც თქვენს წარმატებასა და ოცნებების ასრულებას განაპირობებს.
საბოლოო ჯამში, მეგობრებო, დღევანდელი დღის მთავარი რჩევაა, გააცნობიეროთ, რით ავსებთ საკუთარ შინაგან სამყაროსა და სხეულს, ვინაიდან ეს ყველაფერი ახალი ცხოვრებისეული ეტაპის ნაწილად იქცევა. შემოიკრიბეთ გარშემო მხოლოდ ჰარმონია და სილამაზე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ფესვები, რომლებიც გვქმნის: როგორ მართავს საგვარეულო ჩვენს ცხოვრებას - რას გვირჩევს ეზოტერიკოსი
⭕სეტყვა და ელჭექი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
⭕რა გააკეთოთ და რას უნდა მოერიდოთ? - თაკო მელიქიშვილი 20 მაისის ასტროლოგიურ ენერგიებზე