„დღევანდელი, 14 სექტემბრის მმართველი პლანეტა მთვარეა, შესაბამისად ეს დღე მშვიდი და დადებითი იქნება“,- ამის შესახებ ასტროლოგმა და ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
მისი თქმით, ის ფიქრები და ემოციები რაც შინაგანად აქვთ ადამიანებს, შესაძლოა გარეთ გამოვიდეს.
იგი ზოდიაქოს 12-ვე წარმომადგენელს აჩქარებისა და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებისგან თავის შეკავებას ურჩევს.
ვერძი
შესაძლოა მოგიწიოთ ცდუნების გაძლება. არ გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯები. იყავით მეტად მოთმინებით და ფრთხილები. სწორად შეაფასეთ სიტუაცია და შემდგომ იმოქმედეთ.
კურო
დადებითი დღე გელოდებათ, კარგი იქნება ახლობლებთან და ნათესავებთან სტუმრობა და მათთან დროის გატარება. გექნებათ შესაძლებლობა მიიღოთ პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებდათ. გინდოდათ, რომ ახალი აღმოგეჩინათ და გაგეგოთ.
ტყუპები
შესაძლოა გაუგებრობები და უსიამოვნებები შეგხვდეთ. შესაძლოა წყობიდანაც გამოგიყვანონ მაგრამ, ეცადეთ იყოთ მშვიდები. მაქსიმალურად დაფიქრდით, სანამ რამე გადაწყვეტილებას მიიღებთ. მაინც მოახერხებთ, რომ სიტუაცია თქვენკენ შემოატრიალოთ.
კირჩხიბი
შესაძლოა დღევანდელი დღე ქაოტური იყოს, მაგრამ საინტერესო იქნება. ენდეთ ინტუიციას, გამოასწორეთ ურთიერთობები, რომელიც ბოლო დროს აგერიათ. ურთიერთობების მიმართულებით ენდეთ საკუთარ თავს.
ლომი
ნაყოფიერი დღე იქნება. შეგიძლიათ საკუთარ თავზე აიღოთ ის, რისი გაკეთებაც გსურთ. ნუ ენდობით და ნუ დაეყრდნობით სხვა ადამიანებს. გამოიყენეთ თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი. იმოქმედეთ.
ქალწული
არ გადააფასოთ თქვენი შესაძლებლობები. შესაძლოა მწვავედ რეაგირებდეთ კრიტიკაზე. იკონტაქტეთ მხოლოდ ისეთ ადამიანებთან, ვისთანაც მშვიდად გრძნობთ თავს.
სასწორი
ეს დღე მოულოდნელობებით იქნება სავსე. ისეთ მოულოდნელ სიტუაციაში აღმოჩნდებით, თითქოს გამოსავალს ვერ ნახავთ, მაგრამ მშვიდად შეხედეთ სიტუაციას და გამოიყენეთ თქვენი დიპლომატიური შესაძლებლობები, მოაგვაროთ სიტუაცია ისე, როგორც თქვენთვის იქნება სასურველი და სასიკეთო.
მორიელი
ეს დღე თქვენთვის გამოცდა იქნება. შესაძლოა, რომ გეგმები რამდენიმეჯერ შეგეცვალოთ, თუ რამე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გაქვთ მისაღები უმჯობესია დღის მეორე ნახევარში მიიღოთ. გაითვალისწინეთ, რომ ადამიანი რომელიც დღეს თქვენს გვერდით დადგება, შეგიძლიათ მას ენდოთ.
მშვილდოსანი
ეს დღე საკმაოდ ნაყოფიერი იქნება. გამოიყენეთ თითოეული წუთი, იყავით აქტიურები და მაქსიმალურად ენერგიულები, რადგან ბევრი რამ შეგიძლიათ თქვენს სასიკეთოდ შემოატრიალოთ. კარგია მოგზაურობისთვის და რაღაც ახლის ნახვისთის.
თხის რქა
ეცადეთ დროა გამოხვიდეთ იმ ჩარჩოებიდან, რომელიც საკუთარ თავს თავად დაუწესეთ და ახლებურად შეხედოთ თქვენს ირგვლივ სიტუაციებს. ეს დაგეხმარებათ თქვენი ნაბიჯები სწორი იყოს და გაპოვნინებთ იმ გამოსავალს, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობაში აქამდე არ გამოგდიოდათ.
მერწყული
დღე წინააღმდეგობებით იქნება სავსე, მაგრამ იქნებიან ადამიანები, რომლებიც გვერდში დაგიდგებიან. კარგი იქნება, თუ დროის რაღაც მონაკვეთს საყვარელ ადამიანს დაუთმობთ.
თევზები
შესაძლოა გარკვეული იმედგაცრუებები. არ არის სასურველი ახალი ვალდებულებების აღება, უმჯობესია ის ვალდებულება დაასრულოთ, რაც უკვე დაწყებული გაქვთ. კარგად მოუყარეთ თავი, ფიქრებს, ემოციებს და გადააფასეთ, რა, როგორ გსურთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„მადლობა ყველას...“ - როგორ აღნიშნა თაკო ნაცვლიშვილმა დაბადების დღე?