ფილოლოგი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც სკოლის შესახებ წერს.
მისი თქმით, სწორედ სკოლა ქმნის პიროვნებას და საზოგადოებას, რომლებიც, თავის მხრივ, აშენებენ, ავითარებენ და ინარჩუნებენ სახელმწიფოს.
„სკოლა არ ქმნის უშუალოდ მომავალს - მის ფუნდამენტს განსაზღვრავს და აშენებს.
სასკოლო ცოდნა არ არის საკმარისი მთელი ცხოვრებისთვის, მაგრამ ის უნარები და ღირებულებები, რომლებსაც ბავშვი სკოლაში ეუფლება და ავითარებს, დიდწილად აყალიბებს მის მომავალს.
ზოგადი განათლება სოციალურ სივრცეში მანევრირების და თვითდამკვიდრების დიდ შესაძლებლობას იძლევა - მას ეფუძნება უმაღლესი განათლება და მუდმივი პროფესიული განვითარება. სკოლაშივე ყალიბდება მთავარი ცხოვრებისეული პრინციპები და განწყობები.
სწორედ სკოლა ქმნის პიროვნებას და საზოგადოებას, რომლებიც, თავის მხრივ, აშენებენ, ავითარებენ და ინარჩუნებენ სახელმწიფოს.
სასწავლო მაგიდასთან ირკვევა, რას წარმოადგენს ერი და ქვეყანა - აქვთ თუ არა მათ მომავლის შექმნის უფლება, უნარი და პასუხისმგებლობა.
ისწავლე, იფიქრე და გაისარჯე საქართველოსთვის! - შენ გარდა მას სხვა შვილი არ ჰყავს“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: