Digest Logo

„დღეიდან 20 მარტამდე საუკეთესო პერიოდია, გვაქვს 2 მნიშვნელოვანი მოვლენა“ - მიხეილ ცაგარელის კვირის პროგნოზი

1677484034
მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი გააკეთა და რამდენიმე მნიშვნელოვან მოვლენაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, დღეს, ხვალ, პარასკევს და შაბათს გეომაგნიტური დღეებია, რაც უფროსი თაობისთვის შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამომწვევი მიზეზი გახდეს.

👉„ბევრ ადამიანს მოუწევს საკუთარი მიზნების გადახედვა, მათი დაკონკრეტება და ცვლილებების შეტანაც კი“ - მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

„საინტერესო და ჰარმონიული კვირაა, რადგან დედამიწა დადებით ენერგოველშია, რაც დადებითად მოქმედებს ადამიანზე. ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება, განწყობაც უკეთესია.

დღეს, ხვალ, პარასკევს და შაბათს არის გეომაგნიტური დღეები. 

გვაქვს 2 მნიშვნელოვანი მოვლენა. პირველი მარტი მნიშვნელოვანია იმით, რომ ცის კაბადონზე ენერგიების შეერთება ხდება. არის შანსი ისეთი ადამიანების გამოჩენის, რომლებიც ჭეშმარიტი ლიდერები იქნებიან. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გველოდება 3 მარტს. მერკური გადადის თევზების ზოდიაქოში. ადამიანების ხასიათში ფოტოგრაფიული მეხსიერება გამახვილდება. ეს კი განაპირობებს დახვეწილი იუმორის გრძნობას. მოიმატებს ლტოლვა ქველმოქმედებისაკენ. ერთი ორად გაიზრდება ინტუიცია. 

საუკეთესო პერიოდია ლიტერატურის, პოეზიის და ფართო სპექტრთან ურთიერთობისთვის. 

დღეიდან 20 მარტამდე საუკეთესო პერიოდია ხელოვანი ადამიანებისთვის. ნაკლებად წარმატებული კვირაა ზუსტი მეცნიერებისთვის“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

ასევე დაგაინტერესებთ: 

🔵გაზაფხული გვიახლოვდება - საქართველოში 22 გრადუსამდე დათბება

🎥 ნუცა ბუზალაძის ნამღერმა ამერიკელი ჟიურის წევრები გააოცა - ქართველი მომღერლის კიდევ ერთი წარმატება

🔵„ბევრ ადამიანს მოუწევს საკუთარი მიზნების გადახედვა, მათი დაკონკრეტება და ცვლილებების შეტანაც კი“ - მარტის ასტროლოგიური პროგნოზი