დღეს, 26 მაისს, კვირის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ფეთქებადი ასპექტი გველოდება: კუროში მყოფი მარსისა და მერწყულში მყოფი პლუტონის კვადრატურა.
ეს ორი უმძლავრესი ძალის შეჯახებაა.
მარსი ეს არის მოქმედება, აგრესია, ენერგია, ნება.
პლუტონი - ზეწოლა, კონტროლი, ნგრევა, მასობრივი პროცესები.
როდესაც ისინი კვადრატში არიან, სამყარო დაძაბულობისგან ბზარების გაჩენას იწყებს.
თანაც, ეს არ არის „სწრაფი, ემოციური კონფლიქტი“.
კუროც და მერწყულიც ფიქსირებული ნიშნებია.
ეს კი ნიშნავს:
უკომპრომისო სიჯიუტეს
შეთანხმების მიღწევის შეუძლებლობას
ბრძოლას რესურსებისთვის
სისტემების მხრიდან ზეწოლას
განცდას, რომ „ჩვეულ ცხოვრებას ძალადობრივად გვინგრევენ“
მარსი კუროში ნელა ბრაზდება, მაგრამ თუ ის მწყობრიდან გამოიყვანეს - ეს უკვე ემოციური აფეთქება კი არა, ტანკია, რომელიც პირდაპირ მიდის გასანადგურებლად.
მერწყულში მყოფი პლუტონი კი ამჟამად თავად საზოგადოების სტრუქტურას ცვლის. ტექნოლოგიები, ინფორმაციის კონტროლი, კოლექტივების ძალაუფლება, ციფრული ზეწოლა, იდეოლოგიების ბრძოლა , ყოველივე ეს მერწყულში პლუტონის თემებია უახლოესი წლების განმავლობაში.
26 მაისის ასპექტმა შესაძლოა პირველი, საკმაოდ ხისტად გამოხატული სიგნალები მოგვცეს.
მსოფლიო მასშტაბით ეს შეიძლება გამოვლინდეს, როგორც:
ფინანსური ტურბულენტობა და არასტაბილურობა
პროტესტი და მასობრივი უკმაყოფილება
კონფლიქტები ფულის, ტერიტორიებისა და რესურსების გარშემო
პრობლემები ტექნიკასთან, ელექტროენერგიასთან, ინტერნეტ-სივრცესთან
მკვეთრი პოლიტიკური გადაწყვეტილებები
საზოგადოებაში აგრესიის მატება
„ჰაერში დაკიდებული“ ზეწოლისა და შფოთვის შეგრძნება
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გვესმოდეს: ეს დაგროვილი ბრაზის ასპექტია. ადამიანები შეიძლება აფეთქდნენ არა კონკრეტული მიზეზის, არამედ თვეების განმავლობაში ნაგროვები შინაგანი დაძაბულობის გამო.
ყველაზე მძაფრად იგრძნობენ:
კურო
მარსი თქვენს ნიშანში გადის. ზეწოლა უზარმაზარია. მოსალოდნელია კონფლიქტები, გადაღლა და განცდა, რომ მუდმივად პროვოკაციაზე გიწვევენ.
მერწყული
პლუტონი ახლა თქვენ შიგნიდან გცვლით. მარსის კვადრატი კი სამყაროსთან და ადამიანებთან ბრძოლის შეგრძნებას გიჩენთ.
ლომი
მძიმე ასპექტია ამბიციების, ძალაუფლების, ურთიერთობებისა და კონტროლის თემებზე. მოსალოდნელია ხასიათების შეჯახება.
მორიელი
თქვენი მმართველი პლუტონი პირდაპირაა ჩართული პროცესში. ემოციები შეიძლება უკიდურესად ინტენსიური და მძაფრი იყოს.
შედარებით მსუბუქად, მაგრამ მაინც შესამჩნევად იგრძნობენ:
ვერძი,
ქალწული,
თხის რქა.
რა გავაკეთოთ?
გავუფრთხილდეთ ნერვულ სისტემას
მაქსიმალურად შევამციროთ კონფლიქტები
დავკავდეთ სხეულით და ფიზიკური დატვირთვით
დაგროვილი დაძაბულობა ეკოლოგიურად, უსაფრთხოდ გამოვუშვათ
მოვერიდოთ ადამიანებზე ძალისმიერ ზეწოლას
გადავამოწმოთ ტექნიკა და დოკუმენტები
არ მივიღოთ გადაწყვეტილებები სიბრაზის მომენტში
რა არ გავაკეთოთ:
არ ვებრძოლოთ სხვის ეგოს
არ მივმართოთ ზეწოლასა და მანიპულაციებს
არ ვიძიოთ შური
არ ჩავებათ საფრთხის შემცველ კონფლიქტებში
არ გავრისკოთ ფინანსებით
არ ვიმოქმედოთ პრინციპით — „ნებისმიერ ფასად უნდა გავიმარჯვო“
ამ ასპექტის მთავარი ხაფანგი სამყაროს ძალისმიერად გატეხვისა და გატანის სურვილია. თუმცა, პლუტონი ყოველთვის გვაჩვენებს: თუ რამე ინგრევა, ესე იგი, სისტემა უკვე დიდი ხანია გადატვირთული იყო.
ახლა ბევრი იგრძნობს ,რომ ძველი გზები და მეთოდები აღარ მუშაობს.
როგორ დავიცვათ თავი და შევინარჩუნოთ ბალანსი ამ ფეთქებად პერიოდში?
როგორც ლითოთერაპევტი, გირჩევთ ორ უმძლავრეს ქვას, რომლებიც ახლა ყველაზე მეტად დაგეხმარებათ:
ავი ტურმალინი (შერლი) დასაცავად: ის საიმედოდ დაგიცავთ გარე აგრესიისგან, ნეგატიური ენერგიებისა და სტრესისგან. დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ პროვოკაციებს.
ციტრინი - წარმატებისთვის: პლუტონური ფინანსური ტურბულენტობის დროს, ეს ქვა იზიდავს მატერიალურ სტაბილურობას, გიხსნით ახალ შესაძლებლობებს და გმატებთ პოზიტიურ ენერგიას.
გაუფრთხილდით საკუთარ თავს და ატარეთ ის ენერგია, რომელიც გიცავთ!
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მოვიდა ჩემი საოპერაციოში შესვლის დრო“ - რა კადრებს აქვეყნებს ქეთი ჩხაიძე