ახალმთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მზის და მთვარის ენერგიების თევზების ზოდიაქოში შერწყმა გააძლიერებს დეპრესიას და პესიმისტურ განწყობას. გაიზრდება ტრავმების და ავარიების, შეცდომებისა და ცდუნებების, კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობას.
მოერიდეთ ფარულად მოქმედებას და სასიყვარულო კავშირების გაბმას, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამოაშკარავდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.
გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რათა მოჭარბებული სექსუალური ენერგია არ გადაიზარდოს აგრესიაში.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, ფულის სესხად გაცემა და ვალად აღება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. მაქსიმალურად აკონტროლეთ საკვების და სასმლის ხარისხი, რადგან მაღალია მოწამვლის ალბათობა. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ყვითელი, იისფერი, ფირუზისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, გიშერი, ამეთვისტო, მარჯანი და ალექსანდრიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და სასწორს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ჩემს შვილს მამა მოუკლა უკრაინაში ამ დამპალმა და ვერაგმა ხალხმა… მეზიზღებით!!! – მაგდა ვასაძე
🔵თამთა გოდუაძე რუსეთის მიმართ პროტესტს უჩვეულო ხერხით გამოხატავს
🔵მარტის თვის სილამაზის კალენდარი
🔵იცოდით, რომ უსაყვარლესი პადინგტონი ვოლოდიმირ ზელენსკის გახმოვანებულია?