Digest Logo

იცოდით, რომ უსაყვარლესი პადინგტონი ვოლოდიმირ ზელენსკის გახმოვანებულია?

1646123091
ვოლოდიმერ ზელენსკი

მას შემდეგ, რაც  რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო, მსოფლიოს ყურადღება უკრაინის პრეზიდენტზე — ვოლოდიმირ ზელენსკიზეა მიპყრობილი. მსოფლიო ზელენსკის განცხადებებით, მოწოდებებითა და სიმტკიცით აღფრთოვანებულია.

პრეზიდენტი დედაქალაქის კიევის დატოვებაზე უარს აცხადებს,. მას არც საკუთარი ოჯახი გაურიდებია საფრთხეს და  ყოველდღიურად პირადად აწვდის ინფორმაციას მსოფლიოს და უკრაინელებს გამუდმებით ამხნევებს.

პოლიტიკაში მოსვლამდე ზელენსკი კომიკოსი და მსახიობი იყო. ასევე ცნობილია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა რამდენიმე წლის წინ უსაყვარლესი დათვი პადინგტონი უკრაინულად გაახმოვანა.

ის, რომ ანიმაციის ორივე ნაწილში კეთილ დათვს ზელენსკი ახმოვანებს, პადინგტონის მწარმოებელმა კომპანია StudioCanal-მა და ანიმაციის ინგლისურენოვანი ვერსიის მსახიობმა, ჰიუ ბონევილმაც დაადასტურეს. ინტერნეტში ვიდეოც კი არსებობს, თუ როგორ ახმოვანებს ზელენსკი პერსონაჟს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„როდის გამოაქვეყნებთ იმ ქართველების სიას, ვისაც დღემდე აქვთ რუსეთში ბიზნესები და კიდევ დიდ გულზე არიან…“ - პეტრე კოლხი

🔵საბრძოლო გამოცდილების მქონე პატიმრებს ზელენსკი ციხეებიდან გაათავისუფლებს

🔵„სანქციებიც მუშაობს და სხვათა შორის ვაქცინებიც!“ - კულუმბეგოვი ღარიბაშვილზე

🔵მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს - „უფლება არ გაქვთ მარტის 20 რიცხვამდე გაჩერდეთ“