„კვირის პირველ ნახევარი რთულია, მეორე ნახევარი კი გაცილებით უკეთესი. უახლოესი დღეები განსაკუთრებით კი, სამშაბათი და ოთხშაბათი იყავით ყურადღებით, რადგან მარსის და პლუტონის შეერთება ხდება, რაც იწვევს აგრესიას და კონფლიქტს“, - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს.
მისი თქმით, ადამიანებში მატულობს აგრესია და ვნებათაღელვა, ამიტომ ასტროლოგი საზოგადოებას ურჩევს იყვნენ ყურადღებით.
„პარასკევს და შაბათს მოხდება ამინდის უცაბედი ცვლილება, ადამიანები ვისაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა პრობლემები დიდი რეაგირებას მოახდენენ ამაზე, ექნებათ თავის ტკივილები და წნევა“, - ამბობს ასტროლოგი.
რაც შეეხება გეომაგნიტურ დღეებს მიმდინარე კვირაში 3 დღეა - სამშაბათი, პარასკევი და შაბათი.
„დღეს არ აგერიოთ ბოროტება სიკეთესთან, მაღალია აღრევის ალბათობა, კარგად გაიაზრეთ ვისთან და რასთან გაქვთ საქმე“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ხვიჩა კვარაცხელია იუბილარია - ნახეთ, როგორ ულოცავს ნიცა თავაძე მეუღლეს დაბადების დღეს