Digest Logo

„თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან“ - მიხეილ ცაგარელი

1653552089
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აქტიური და კომუნიკაბელური, გონებამახვილი და საზრიანი ტყუპების, მთვარე კი, მებრძოლი და ენერგიული, უშიშარი და შეუპოვარი ვერძის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

არ ღირს საკუთარი შესაძლებლობებით ტრაბახი, რადგან ასე მხოლოდ გარშემომყოფთა გაღიზიანებას გამოიწვევთ.

მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან ბევრი ეცდება თქვენს მოტყუებას. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან მაღალია სასიყვარულო კონფლიქტების და ფინანსური უსიამოვნებების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, ხელმძღვანელებთან ურთიერთობისა და საკუთარი პროექტების შესათავაზებლად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, საჩუქრების და სუვენირების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციები.

ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება, თუმცა კარგი დღეა თირკმელების სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ გრძნობის ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ლურჯი, ცისფერი, ნარინჯისფერი და ოქროსფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ძოწი, ფირუზი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, მორიელს, თხის რქას და თევზებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მე გოგოს მამა ვარ, ამიტომ ღმერთი არ გაგიწყრეთ და ჩემი შვილის ცხოვრებაში არავინ ჩაერიოთ“ - გოგოს მამის მანიფესტი

🔵„არ ღირს ზედმეტი ლაპარაკი, უმჯობესია მოუსმინოთ გარშემომყოფებს და გაითვალისწინოთ მათი რჩევები“ - ცაგარელი

🔵„იცით, რა განსხვავებაა ბურატინოსა და პინოქიოს შორის? - ახლა ზოგი იტყვის, საიდან რას თხრიო, ახლა ზღაპარშიც რუს ფაშიზმს ხედავო?“ - გუჯა ბიძია

წყარო: fortuna.ge