Digest Logo

„ფოთში გემებს რომ ვამზადებდეთ; 10 ქარის სადგური რომ გვქონდეს; გორში რომ ხუთი ათასი ფეიქარი იყოს დასაქმებული…“ – ლორთქიფანიძე

1653557772
ლევან ლორთქიფანიძე – პოლიტოლოგი, ახალგაზრდა მეცნიერი, ლექტორი.

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ჩვენი ქვეყნის განვითარების მისთვის საუკეთესო ვერსიაზე წერს.

„თბილისში რომ საავიაციო და ელმავალმშენებელი ქარხნები მუშაობდნენ მთელი დატვირთვით;
თელავი რომ კვების მრეწველობის მექა იყოს;

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა და აზოტი ჰაერს რომ არ წამლავდნენ;

გორში რომ ხუთი ათასი ფეიქარი იყოს დასაქმებული;

ქუთაისი რომ კავკასიის მანქანათმშენებლობის დედაქალაქი გახლდეთ;

ჭიათურისა და ზესტაფონის პროდუქციას აქვე, საქართველოში რომ ვიყენებდეთ…

ფოთში გემებს რომ ვამზადებდეთ;

ახალციხესა და ზუგდიდში, ბათუმსა და სოხუმში თანამედროვე ტექნოლოგიების დამზადების ცენტრები რომ გვქონდეს;

სვანეთის, რაჭის, გურიის, აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთის ნახევარი ეროვნულ პარკებად რომ გვქონდეს გამოცხადებული;

უკვე აშენებული ჰესებისა და გადამცემი ხაზების მოდერნიზებას რომ ვცდილობდეთ და 10 ქარის სადგური რომ გვქონდეს…

უფრო დამოუკიდებლები ვიქნებოდით და საერთოდ არ გაგვიჭირდებოდა ევროპულ თანამეგობრობაში ადგილის მოპოვება!

ზომიერი და მწვანე ინდუსტრიალიზაცია, შრომით გართული საზოგადოება მისურვებია შენთვის ჩემო კარგო ქვეყანავ…

სადაც ხალხი შრომაშია გართული, იქ თავისით ცოცხლდება განათლებისა და ჯანდაცვის სისტემები!“#ევროპისკენ“, - წერს პოლიტოლოგი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მე გოგოს მამა ვარ, ამიტომ ღმერთი არ გაგიწყრეთ და ჩემი შვილის ცხოვრებაში არავინ ჩაერიოთ“ - გოგოს მამის მანიფესტი

🔵„არ ღირს ზედმეტი ლაპარაკი, უმჯობესია მოუსმინოთ გარშემომყოფებს და გაითვალისწინოთ მათი რჩევები“ - ცაგარელი

🔵„იცით, რა განსხვავებაა ბურატინოსა და პინოქიოს შორის? - ახლა ზოგი იტყვის, საიდან რას თხრიო, ახლა ზღაპარშიც რუს ფაშიზმს ხედავო?“ - გუჯა ბიძია