Digest Logo

„დღეს გაკეთებული სიკეთე ერთიორად დაგიბრუნდებათ მომავალში“ - მიხეილ ცაგარელი

1667976034
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 15:00-იდან 17:39 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

გუშინდელი მთვარის დაბნელების შემდეგ დღევანდელი დღეც ნეგატიური ენერგიებით იქნება დატვირთული. თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისა და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

გაითვალისწინეთ, რომ დღეს გაკეთებული სიკეთე ერთიორად დაგიბრუნდებათ მომავალში.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ეჭვიანობა და სიჯიუტის გამოვლენა, რადგან ასე მხოლოდ დაძაბავთ ურთიერთობას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ვაჭრობისა და კომერციისთვის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯისა და უძრავი ქონების შესაძენად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ გაზიანი და გამაგრილებელი სასმლის მიღებისგან. მოერიდეთ სიმძიმის აწევას და ფიზიკურ დატვირთვას, არ ღირს ძილის წინ ნეგატიური ინფორმაციით განწყობის გაფუჭება.  გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, ბრონქებს, ფილტვებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ცისფერი, იისფერი, ნარინჯისფერი, თიხისფერი, კრემისფერი და ვერცხლისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ტოპაზი, აკვამარინი და გიაცინტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და სასწორს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ჯანეტ ქერდიყოშვილის საშემოდგომო ლუქი, რომელიც სოცქსელის იპყრობს

🔵„უნივერსიტეტში ლექციებიდან სულ მაგდებდნენ... ერთხელ თმის ვარცხნა დავიწყე ნინო ბურჯანაძის ლექციაზე“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

🔵🎥 ბაბი კირკიტაძის და გიორგი გასვიანის სიმღერა, რომელიც სოცქსელის იპყრობს