„დღევანდელი დღე გავიაროთ ფრთხილად, ახალმთვარეობაა. რაც იმას ნიშნავს, რომ მზე და მთვარეს შეერთება გვაქვს და მათი ერთად ყოფნა ომს ნიშნავს, პიკი თბილისის დროით, 13:27 საათზე იქნება. თუმცა ხვალიდან გვაქვს ნოემბრის თვეში საუკეთესო ერთკვირიანი პერიოდი“, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა მიმდინარე კვირის ასტროლოგიური შეფასებისას განაცხადა.
ასტროლოგის თქმით, დღევანდელი დღე სამაგიეროს გადახდის სურვილს და სარკასტულ გამოთქმებს გააძლიერებს. ამასთან ამ პერიოდში მატულობს აგრესია და დეპრესიული გამოვლინებები.
იგი ზოდიაქოს ნიშნებს ურჩევს, სარისკო მოქმედებებს მოერიდონ.
რაც შეეხება მიმდინარე კვირას, ოთხი გეომაგნიტური დღეა: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი.
„ხვალ ელექტრო მოწყობილობებმა შეიძლება პრობლემები გამოიწვიონ და ფრთხილად ვიყოთ. საერთო ჯამში ხვალიდან აქტიური, მშვიდი და კარგი პერიოდი იწყება, ხელშეკრულებების დადება, მოლაპარაკებების წამოწყება საუკეთესოა. დღეს ასტროლოგიური კუთხით ასევე განსაკუთრებული მოვლენა ხდება, რომელიც 7 თვის განმავლობაში გავლენას მოახდენს ჩვენზე. თეთრი მთვარე სელენა, მფარველი ანგელოზი დღეს ტოვებს ვერძის ზოდიაქოს და გადადის კუროში, იქ შეუერთდება გამარჯვების პლანეტას იუპიტერს, ანუ კურო ხდება ფავორიტი 7 თვე. მოიმატებს სტაბილურობა, მოიმატებს ერთგულების ფაქტორი“, - აცხადებს მიხეილ ცაგარელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ოფიცერი ირაკლი ქურციკიძე დაიღუპა
🔵თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება