მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:00-დან 09:33 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
იმოქმედეთ ინტუიციაზე დაყრდნობით, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ მართებული გადაწყვეტილებების მიღებას.
არ ღირს ფარულად მოქმედება, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამოაშკარავდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.
პარტნიორული ურთიერთობა – აკონტროლეთ ემოციები, გამოიჩინეთ მეტი მოთმინება, თავდაჭერა და ლოიალურობა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად, მცენარეების დარგვისა და გადარგვისთვის.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ალკოჰოლური სასმლის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას, დროებით უარი თქვით ხორცისა და თევზის მირთმევაზე. მაქსიმალურად აკონტროლეთ საკვების ხარისხი, რადგან მაღალია მოწამვლის ალბათობა. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს და ნერვულ სისტემას. კარგი დღეა კუჭ-ნაწლავის და ლიმფური სისტემის სამკურნალოდ.
დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, მწვანე, იისფერი, ფირუზისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და სასწორს.
ასევე დაგაინტერესებთ