„აზოვის ბატალიონის შესახებ რასაც ვიგებ, შოკში ვვარდები!! ნეოლიბერალური ფაშიზმის ჩანასახები! ფაქტობრივად, უკრაინა პოლიგონად აქციეს 2014 წლის მერე და ზელენსკის მთავრობამ ეს დააგვირგვინა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ნუკა არველაძემ დაწერა და რუსეთ-უკრაინის ომს ფეისბუკით გამოეხმაურა.
„უკრაინა რუსეთთან წაგებულ ომში რომ შევიდა, ამაში უკვე ეჭვი აღარავის ეპარება!
პირველივე დღეებიდან გახდა ეს ნათელი, რადგან მაშინ მსოფლიო ხელს მოაწერდა მესამე და უკანასკნელ ომს სამყაროში!
ფაქტი, რომ ბევრი გაცხადდა და უფრო მეტი გაცხადდება სიმშვიდეს არ მანიჭებს, რადგან საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა არა და არ მთავრდება.
ყველაზე კარგი დასასრული იქნება - ახალი ცივი ომის დასაწყისი, რადგან ამ უბედურებით ევროპა დაიწყებს შედეგების და უარყოფითი შედეგების მიღებას.
როგორც აღმოჩნდა წინასწარი გათვლებით მხოლოდ 3 მილიონ ლტოლვილს ელოდნენ. 15 მილიონს უკვე გადააჭარბა. ომის შემდგომ კრიზისს დაემატება უგზო-უკვლოდ დარიგებული იარაღი, რომელთა მფლობელები ევროპას მიადგებიან!
სანქციებმა უკვე დაარტყა ევროპას და ნაწილობრივ ამერიკასაც, ფასები ზრდის თვალსაზრისით და ეს არავინ იცის როგორ გაგრძელდება, ძალიან სწრაფად დაეტყოთ!!!
რუსეთის ეკონომიკური მოგუდვის მცდელობით, თავად ამოჰყვეს თავი ყულფში! თურქეთი ეპატიჟება სანქციონირებულ ოლიგარქებს. ჩინეთმაც მისთვის სასარგებლო პოზიციები დაიკავა და ეს არაა ამერიკის სასარგებლო!!
უნგრეთმა მორიდების გარეშე - უნგრეთის მხარეს ვარო!! შარლ მიშელმა ვიჩქარეთ ემოციებმა დაგვძალაო!
არაბული გაზაფხულით დაზარალებული ქვეყნებიც გაფაციცებით აკვირდებიან... ჯერ აკვირდებიან.
მოკლედ, ნელ-ნელა და ტაატით.....
აზოვის ბატალიონის შესახებ რასაც ვიგებ, შოკში ვვარდები!! ნეოლიბერალური ფაშიზმის ჩანასახები!
ფაქტობრივად, უკრაინა პოლიგონად აქციეს 2014 წლის მერე და ზელენსკის მთავრობამ ეს დააგვირგვინა.
ვამბობდი და გავიმეორებ
- ამ ომს არა და ვერ ეყოლება გამარჯვებული!!!!
ახლა მოთმინებით უნდა დაველოდოთ
- რა შედეგით დასრულდება მოლაპარაკებები, კულისებში, თორემ სადაც არახამიაა, იქ რა სერიოზულობაზე შეიძლება ლაპარაკი!!!!
და უკრაინელი ხალხი დატოვებს თუ არა ზელენსკის მთავრობას ესეც დროის საკითხია“, - წერს ნუკა არველაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„საკუთარ სახლში, საკუთარი ხელით აიფეთქებენ ბომბს...“ - ვისზე წინასწარმეტყველებს ლელა კაკულია?