Digest Logo

„დღეს კარგია უახლოესი 1 თვის გეგმების ჩამოწერა და დაფიქსირება ფურცელზე“ - მიხეილ ცაგარელის რჩევები ახალმთვარეობისთვის

1692167035
მიხეილ ცაგარელი

დღეს ახალმთვარეობაა ლომის ზოდიაქოს ნიშანში. ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აცხადებს, რომ დღევანდელი დღე უახლოესი ერთი თვის გეგმების ჩამოსაწერად იდეალურია, ამასთან იმ რჩევებს უზიარებს საზოგადოებას, რომლების შესრულებაც ცხოვრებას გააუმჯობესებს.

„ჩემო  მეგობრებო შეგახსენებთ, რომ დღეს 16 აგვისტოს ახალმთვარეობაა, სასურველია შინაგანი სიმშვიდით გავიაროთ ეს დღე, რომელიც რთულ პერიოდშია (26 აგვისტომდე) …

გადადეთ შეძლებისდაგვარად მნიშვნელოვან საქმეებზე გადაწყვეტილებების მიღება, ასევე ხელშეკრულებების დადება.

მოერიდეთ ცეცხლოვან კერებს, ალკოჰოლს, ხორციან საკვებს, მით უმეტეს ახლა მარიამობის მარხვა დაიწყო 28 აგვისტომდე, და შეძლებისდაგვარად ეცადეთ ხორცი მაინც ამოიღოთ და ასე იმარხულოთ, რადგან ეს თქვენს სულს და თქვენს ცხოვრებას ძალიან შეამსუბუქებს და მოსალოდნელ სირთულეებს აგარიდებთ, მოკლედ ეს ყველამ კარგად იცის…

დალიეთ წყალი ინტენსიურად დღის განმავლობაში, პატარ-პატარა ყლუპებით და ხშირად,

ღამით ეცადეთ ნუ დალევთ წყალს, რათა თირკმელებმა დაისვენოს.

დროულად დაიძინეთ და ნუ გაათენებთ, ძილი მნიშვნელოვანია და მისი სიკეთეები მერწმუნეთ ძალიან გამოგადგებათ და დაგჭირდებათ!!!

მოიწესრიგეთ ძილი და მოგიწესრიგდებათ ცხოვრება:

გაქრება შინაგანი შფოთვები და დეპრესიული ფონი,

გაჩნდება ბავშვური სიხალისე, შინაგანი სიმშვიდე და ბედნიერების შეგრძნება.

დალოცეთ ყველა, გაუგზავნეთ სიხარული, ბედნიერება, სიყვარული, დაივიწყეთ წყენა, აპატიეთ ყველას, ამით ჩვენს სულს და ცხოვრებას გავითავისუფლებთ,

და როგორც პატრიარქმა გასცა კურთხევა მთელ საქართველოზე, შეგახსენებთ
„გაახარეთ ერთმანეთი ყოველდღიურად”,

გაახარეთ თბილი სიტყვით, კარგი ამბით, უთხარით რომ გიყვართ და გეამაყებათ, ჩაეხუტეთ ერთმანეთს…
ცხოვრება წამიერია ისედაც ხომ ვიცით…

დღეს კარგია უახლოესი 1 თვის გეგმების ჩამოწერა და დაფიქსირება ფურცელზე.

მიყვარხართ…

სიკეთე, სიხარული და ბედნიერება თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს“, - წერს მიხეილ ცაგარელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„მშვიდად ვგრძნობ თავს რადგან, ვარ ყველანაირად მართალი... ველოდები თქვენს ზარს“ - დავით ჯელაძე ირაკლი კობახიძეს მიმართავს

🔵„ჩემს სახლთან სასწრაფო რატო აღარ მორიგეობს ვინმემ იცით? რამე შეფერხებაა? თუ 2 ადამიანის გასვენების მერე აღარ ვნერვიულობთ? ჯერ არ დაგვისრულებია...“- მარიტა გუტაშვილი

🔵იტალიაში, ნაგავსაყრელზე ახალშობილი იპოვეს, რომლის დედაც საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა