შოვში მომხდარი სტიქიის დროს გადარჩენილი დავით ჯელაძე, რომელმაც მცირეწლოვან დიშვილთან ერთად უსაფრთხო ადგილის პოვნისთვის მეწყერში საშიში მონაკვეთი გაიარა „ქართული ოცნების“ ლიდერს ირაკლი კობახიძეს მიმართავს და მას სთავაზობს შოვში ასვლას და იმ გზის გაცნობას რომლის გავლაც მას მოუწია.
„გავიგე, ბატონი ირაკლი კობახიძე პირველივე დღიდან შოვში არის და საკუთარი ძალებით ეხმარება ადამიანებს, რომ აპოვნინოს დაკარგული ადამიანები ოჯახს, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, მე შემიძლია ბატონო ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze ამოვიდე შოვში, ძალიან კი გამიჭირდება მაგრამ შევძლებ ამოვალ და გავისაუბრო და განახებ ჩემს და მაშოს გადაადგილებას ჩემს მონაყოლს თუ არ დაიჯერებ იქ არიან ხალხი ვინ შეესწრო ჩემს ჯოჯოხეთურ გზას და თუ არც მაგ ადამიანების ნათქვამის გჯერა არსებობს ვიდეო კადრები... ძალიან კარგად და მშვიდად ვგრძნობ მე თავს რადგან ვარ ყველანაირად მართალი... ველოდები თქვენს ზარს“, - წერს დავით ჯელაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა - ფოტოგალერეა