Digest Logo

„დღეს მაღალია ჭორების, ინტრიგების, დაცინვის და დამცირების ალბათობა“... - მიხეილ ცაგარელი

1656310045
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე მგრძნობიარე და ემოციური კირჩხიბის, მთვარე კი აქტიური და კომუნიკაბელური ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე გარშემომყოფთა მიმართ, რადგან მაღალია ჭორების და ინტრიგების, დაცინვის და დამცირების ალბათობა.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და მზრუნველობა პარტნიორის მიმართ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის, ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ბრონქებს და ფილტვებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, კრემისფერი, ნარინჯისფერი, ნაცრისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ტოპაზი, სერდოლიკი, გიაცინტი, აკვამარინი და ამაზონიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი სირთულეების მანიშნებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵27-წლიანი თანაცხოვრება, მდიდრული სახლი, წარმატებული შვილები და კრიზისული პერიოდები - რეზი არველაძის აქამდე უცნობი ამბები

🔵„სრული შოკი მივიღე... 11 ადამიანს წაუვიდა ყინვისგან გული“ - რა მოხდა დადიანების სასახლეში გამართულ მეჯლისზე

🔵„ზღაპარი გზაშია“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი დადიანების სასახლეში გადაღებულ ულამაზეს ვიდეოს აქვეყნებს