Digest Logo

„დღეს მოერიდეთ დაპირებების გაცემას, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ მათი შესრულება“ - ცაგარელი

1649398149
მიხეილ ცაგარელი

მეტი დრო დაუთმეთ ხანდაზმულ ნათესავებთან ურთიერთობას, მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ მათი რჩევები. არ ღირს ძველ საქმეებს დაბრუნება, რადგან ფუჭად დახარჯავთ დროს და ენერგიას, სასურველ შედეგს კი ვერ მიაღწევთ.

ყურადღებით გააფორმეთ ოფიციალური დოკუმენტები, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომების ალბათობა.

მოერიდეთ დაპირებების გაცემას, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ მათი შესრულება.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება. არ ღირს ზედმეტი ემოციის და აგრესიის, უმიზეზო ბრაზისა და წყენის გამოვლენა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კომპიუტერული ტექნიკის და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად, ვაჭრობისა და კომერციისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მაქსიმალურად აკონტროლეთ საკვების და სასმლის ხარისხი, რადგან მაღალია მოწამვლის ალბათობა. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს. კარგი დღეა კბილების, ხერხემლის და ძვლოვანი სისტემის სამკურნალოდ.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, იისფერი და იისფერი, ასევე ზურმუხტი, აქატი, ოპალი, მარჯანი და რაუხტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ლომს და სასწორს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵15 წლის მაია ასათიანი - ფოტო ტელევარსკვლავის ინსტაგრამიდან

🔵„გაჩუმდი, თორემ ბავშვს ვაჩვენებ სახლში მიმოფანტულ შენს ტვინს“ - უკრაინელი ქალი ჰყვება, როგორ მოკლეს რუსმა სამხედროებმა მისი ქმარი და თვითონ კი გააუპატიურეს

🔵„დღეს არ ღირს ჭირვეულობა და ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმა, რადგან ასე მხოლოდ გაიფუჭებთ ურთიერთობას“ - ცაგარელი

წყარო: fortuna.ge