Digest Logo

„დღეს მოერიდეთ ზედმეტ ნერვიულობას, ფიზიკურად და ემოციურად გადატვირთვას“ - მიხეილ ცაგარელი

1661503192
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 10:55-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ინტელექტის და კომუნიკაციის მმართველი პლანეტის – მერკურის 23 სექტემბრამდე სასწორის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, გონებამახვილობას და სწრაფად აზროვნების უნარს, სილამაზისა და ესთეტიკური გარემოს შექმნის სურვილს, სამართლიანობას და დიპლომატიას, კომპრომისების მოძიების და რთული საკითხების მშვიდობიანად გადაწყვეტის სურვილს, მეორეს მხრივ, სულსწრაფობასა და მოუთმენლობას, მერყეობას, უყაირათობას და სხვათა გავლენით მოქმედების საფრთხეს გააძლიერებს.

მოერიდეთ ხალხმრავლობას და საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობა, რადგან მაღალია ინტრიგებისა და პროვოკაციების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და ახალი საქმის დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური გარიგებები და ხელშეკრულებების გაფორმება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ზედმეტ ნერვიულობას, ფიზიკურად და ემოციურად გადატვირთვას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს და გულ-სისხლძარღვოვან სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ბეჟი და ნარინჯისფერი, ასევე ქარვა, სარდიონი, სერდოლიკი, ბრილიანტი და მთის ბროლი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს და ქალწულს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„უცნაურობების და კოსმოსური მოულოდნელობების დღეა!“ - ცაგარელი

🔵„მიშა ევასება და ჩერგოლეიშვილის ოჯახის დანგრევა უნდა, ბოკერია რომ გადაიბიროს“ - ჩერგოლეიშვილი

🔵„ჯორჯიადან ხარო? ... და პიცა უფასოდ გვაჩუქეს“ - ემიგრანტის ემოციური პოსტი

წყარო: digest.pia.ge