15 აგვისტო | დღე, როცა საკუთარი თავი უნდა აირჩიო
დღის ენერგიებია 6 • 6 • 3. დღეს ყველაფერი საკუთარი თავის სიყვარულით, სიამოვნებითა და ცხოვრებისგან ბედნიერების მიღების უნარით იწყება.
დილიდან აუცილებლად მოიწესრიგეთ თავი: მაკიაჟი, ვარცხნილობა, საყვარელი სამოსი…
დღეს სარკეში ყოველი ჩახედვისას მხოლოდ ერთი რამ უნდა გაიფიქროთ:
„ღმერთო, რა ლამაზი ვარ! საკუთარი თავი ძალიან მომწონს!“
ეს ბიჭებსაც ეხებათ! შარვალი, სასიამოვნო სურნელი და მოწესრიგებული ვარცხნილობა დღეს საკუთარი თავი აუცილებლად უნდა მოგწონდეთ.
დღის მთავარი რეკომენდაციაა: ჩადეთ ინვესტიცია საკუთარ თავში. შეიძინეთ ის, რაც დიდი ხანია გინდოდათ, წადით რესტორანში, თეატრში, სპაში, მუზეუმში, გალერეაში ან უბრალოდ მოიწყვეთ ლამაზი გასეირნება.
დღეს სახლში წოლა და საკუთარი თავის შეცოდება არ შეიძლება. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი ცუდადაა. დატკბით თითოეული წუთით და გამოხატეთ მდგომარეობა:
„მე ბედნიერი ვარ, მე ვუყვარვარ, საუკეთესოს ვიმსახურებ და სიუხვეში ვცხოვრობ.“
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ რაც მეტად დატკბებით ცხოვრებით და აირჩევთ საკუთარ თავს, მით მეტი სასიამოვნო შესაძლებლობა შეიძლება გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში.
დღეს გაანებივრეთ და შეიყვარეთ საკუთარი თავი. მიეცით თავს უფლება, მიიღოთ მეტი.
იყავით ბედნიერები, საყვარლები და იცხოვრეთ სიუხვეში!
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: