Digest Logo

„დრო და ენერგია სწორად უნდა გადაანაწილოთ...“ - მარსი კირჩხიბში: რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

1786638981
 რამაზ გიგაური

„მარსი კირჩხიბში - როცა ლოგიკა დუმს და ემოციები მოქმედებენ“, - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ასტროლოგი და ფსიქოლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში გვიზიარებს:

„11 აგვისტოს ენერგიის, სექსუალურობის, აქტიურობისა და ნებისყოფის მმართველი პლანეტა მარსი კირჩხიბის ნიშანში გადავიდა და იქ 28 სექტემბრამდე დარჩება.

📜 ასტროლოგიური ტრადიციით, მარსი ამ პოზიციაში „დაცემულია“. ძველ ქართულ ასტროლოგიურ წყაროებში ამ მდგომარეობას „დაშლას“ უწოდებდნენ, რაც ენერგიის, კონცენტრაციის დაკარგვასა და მისი ძალის გაფანტვაზე მიუთითებს.

🎭 არქეტიპული ფსიქოლოგიის ენით რომ ვთქვათ, ეს არის მეომრის არქეტიპის (მარსის) ჩაძირვა პერსონალური არაცნობიერისა და ემოციების ღრმა ტბაში. მამაკაცური, ექსტრავერტული, ბრძოლასა და წინსვლაზე ორიენტირებული ენერგია აქ ინტროვერტულ, შემოსაზღვრულ, დაცულ და სიღრმისეულ სივრცეში ხვდება. ამ დროს მოქმედების უპირველესი მოტივატორი არა ლოგიკა ან თუნდაც შედეგის მიღწევა, არამედ შინაგანი უსაფრთხოების მოთხოვნილება ხდება.

💭 რას ნიშნავს ეს ჩვენთვის?

ადამიანთა უმეტესობა შინაგან ენერგეტიკულ დეფიციტს იგრძნობს, რადგან ფსიქიკური ენერგიის უდიდესი ნაწილი არა ბრძოლასა და გარე მიღწევებზე, არამედ შინაგანი, ემოციური ფონის დამუშავებასა და უსაფრთხოების გამყარებაზე დაიხარჯება. მარსის ამ ინგრესიის დროს აქტიური, შეტევითი მოქმედება პასიური თავდაცვით იცვლება. ნებისმიერი საქმის კეთებისას მთავარ როლს ქვეცნობიერი იმპულსები და ემოციური ტრიგერები ითამაშებს (ეს იმიტომ, რომ მარსის სიგნიფიკატორი, ანუ მმართველი მთვარე ხდება). ლოგიკური მსჯელობა უკანა პლანზე გადადის, ხოლო დაგროვილი და გამოუხატავი ნეგატიური ემოციები ეფექტიანობასა და პროდუქტიულობას ხელს შეუშლის.

💡 მთავარი რჩევა:

ასეთ პერიოდში ისეთი პროექტები, რომლებიც ემოციურად დაძაბულ რეჟიმსა და სწრაფ რეაგირებას მოითხოვს, განსაკუთრებულ ფსიქოლოგიურ სიმტკიცესა და გამძლეობას საჭიროებს. გადაწყვეტილებების მიღება არა ემოციებით, არამედ ცივი გონებითა და პრაგმატული გათვლებით უნდა მოხდეს, რათა ემოციურმა ქაოსმა შედეგებზე ნეგატიურად არ იმოქმედოს.

ვისთვის როგორ ჩაივლის ეს პერიოდი?

✅ ♋ კირჩხიბებისთვის: ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინგრესიაა. მარსი თქვენს ნატალურ მზეს გადაივლის, რაც ძალიან დიდ ენერგიას მოგცემთ. შესაძლებლობა გაგიჩნდებათ, რომ ძველი პრობლემები და გადადებული საქმეები ინიციატივისა და გაბედულების ხარჯზე მოაგვაროთ. მარსის ეს ინგრესია შესაძლოა ორწლიანი პერიოდის აქტიური სტარტი გამოდგეს.

❌ ♑ თხის რქებისთვის: ეს პერიოდი საკმაოდ საყურადღებოა, რადგან მარსი თქვენი „მზის ნიშანს“ დაუპირისპირდება. ეს, ერთი მხრივ, დინამიკასა და მიზანსწრაფულობას მოგიმატებთ, მაგრამ მეორე მხრივ, აგრესიასაც გაზრდის. მოიმატებს ტრავმების ალბათობაც. ამიტომ, ამ პერიოდში კამათისგან, კონფლიქტებისა და სარისკო მოქმედებებისგან თავი შეიკავეთ.

❌ ♈ ვერძებისთვის და ♎ სასწორებისთვის: საკმაოდ რთული პერიოდი მოდის, რადგან მარსი თქვენს მზესთან დაძაბულ (კვადრატულ) ასპექტს შექმნის. შესაძლოა, თავი შედარებით უენერგიოდ იგრძნოთ. ამიტომ, დრო და ენერგია სწორად უნდა გადაანაწილოთ და რესურსები მხოლოდ პრიორიტეტულ საქმეებზე დახარჯოთ. მოერიდეთ ურთიერთობების გარკვევას და ვინმესთვის პასუხის მოთხოვნას, რადგან ამან შესაძლოა არასასიამოვნო ან უარესი, კონფლიქტური სიტუაციების შექმნას შეუწყოს ხელი.

✅ ♏ მორიელებისთვის და ♓ თევზებისთვის: სასიკეთო დროა. გამოგიჩნდებათ ახალი პერსპექტივები და მოტივაციაც საგრძნობლად მოგემატებათ, რაც წარმატების მიღწევის შანსებს ერთი-ორად გაზრდის. ეს „ავტობანზე“ გადასვლას წააგავს, სადაც დასაშვები სიჩქარე იზრდება, ამიტომ უფრო სწრაფად იმოძრავებთ და აქედან გამომდინარე, ბევრ საქმესაც მოასწრებთ.

✔️ ♉ კუროებისთვის და ♍ ქალწულებისთვის: გაგიჩნდებათ შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ უკვე დაწყებული ან გადადებული პროექტები წინ წასწიოთ და განვითარების ახალ ეტაპზე გადახვიდეთ. პარალელურად კი, საკუთარი ემოციური და მენტალური სისტემა დაალაგოთ და დაამშვიდოთ.

✔️ ♊ ტყუპებისთვის, ♌ ლომებისთვის, ♐ მშვილდოსნებისთვის და ♒ მერწყულებისთვის: ეს ტრანზიტი შედარებით ნეიტრალური იქნება. თქვენთვის პერიოდი სასიკეთოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ პირად ჰოროსკოპში კირჩხიბის ზოდიაქო აქტიურად გაქვთ დატვირთული და იქ ასცენდენტი, მთვარე ან ორზე მეტი პლანეტა გაქვთ განთავსებული“, - წერს რამაზ გიგაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გააგრძელეთ გამოქვაბულებში უმი ხორცის ჭამა, პედოფილია, ძალადობა სიყვარულის და ღმერთის სახელით...“ - რას წერს ლევან შელეგია

⭕„გლობალური ხედვა აღწევს თავის უმაღლეს წერტილს...“ - 13 აგვისტოს პროგნოზი მაიას ტომის კალენდრის მიხედვით

⭕ ავარია ხაშურის მიმდებარედ - არის მსხვერპლი