Digest Logo

„დღეს შეძლებთ საკამათო საკითხების სწრაფად მოგვარებას“ - ცაგარელი

1648621303
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას და იმოქმედეთ მხოლოდ მასზე დაყრდნობით. არ ღირს ფარულად მოქმედება და ფარული რომანების გაბმა, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გაცხადდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.

პარტნიორული ურთიერთობა – შეძლებთ საკამათო საკითხების სწრაფად მოგვარებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისთვის, მედიტაციისა და სულიერი განვითარებისთვის, ნიშნობისა და ქორწინებისთვის, ფინანსური გარიგებებისა და კაპიტალის დასაბანდებლად, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და სასამართლო პროცესების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება, სესხის გაცემა და ფულის ვალად აღება.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას. დროებით ამოიღეთ კვების რაციონიდან ხორცი, მჟავე კერძები და ტკბილეული. მაქსიმალურად აკონტროლეთ საკვების ხარისხი, რადგან მაღალია მოწამვლის ალბათობა. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს და ნერვულ სისტემას. კარგი დღეა კუჭ-ნაწლავის და ლიმფური სისტემის სამკურნალოდ.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, მწვანე, იისფერი, ფირუზისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი სირთულეების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსთვის, ქალწულისა და მორიელისთვის.  ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს, ლომს, მშვილდოსანს და მერწყულს.

ასევე დაგაინტერესებთ

🔵 VIDEO: „ვხვდებოდი, რომ სიცოცხლე აღარ მიხაროდა... ეს იყო კოშმარი. არაფერი არ მინდოდა“ - ნოდიკო ტატიშვილი რთულ პერიოდზე

🔵„უკრაინა რუსეთთან წაგებულ ომში რომ შევიდა, ამაში უკვე ეჭვი აღარავის ეპარება. რუსეთის ეკონომიკური მოგუდვის მცდელობით, თავად ამოჰყვეს თავი ყულფში“ - ნუკა არველაძე

🔵„ბავშვებმა და დედამ ისე გამომაცილეს, თითქოს ბოლოს მხედავდნენ, რადგან არ ვიცოდი სად მივდიოდიო“ - რას წერს თამუნა ყურაშვილი

წყარო: fortuna.ge