Digest Logo

„დღეს შეიძლება, მოულოდნელად დაინახო ახალი შესაძლებლობა ან იპოვო გამოსავალი რთული სიტუაციიდან“ - თაკო მელიქიშვილი 30 ივნისის ენერგიებზე

1782803340
თაკო მელიქიშვილი

30 ივნისი დღის ენერგია: 3 • 1 • 4

დღევანდელი დღე განსაკუთრებული ძალის მატარებელია. სავსე მთვარის ენერგია აძლიერებს ინტუიციას, გაძლევს სიცხადეს და გეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

დღეს შეიძლება, მოულოდნელად დაინახო ახალი შესაძლებლობა, მიიღო მნიშვნელოვანი იდეა ან იპოვო გამოსავალი რთული სიტუაციიდან.

არ შეინახო შენი აზრები მხოლოდ შენთვის გაუზიარე სხვებს, გამოიჩინე ინიციატივა და თამამად იმოქმედე.
განსაკუთრებული ყურადღება დაუთმე საკუთარ თავს. ჩაიცვი ისე, რომ სარკეში ჩახედვისას საკუთარი თავი მოგეწონოს. როცა საკუთარი თავი გიყვარს, შენი ენერგიაც იცვლება.

თუ ემოციები მოიმატებს, წყლის ენერგია დაგეხმარება მიიღე შხაპი, მარილიანი აბაზანა ან უბრალოდ გაისეირნე ბუნებაში.

მოძრაობა დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სეირნობა, ველოსიპედი ან ნებისმიერი აქტივობა დაგეხმარება ემოციების დაბალანსებასა და ახალი იდეების მიღებაში.

დაე, ამ დღემ მოგიტანოს თავდაჯერება, შთაგონება და ახალი შესაძლებლობები.

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

⭕როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან კოღოს, თუ სხვა მწერების ნაკბენები - ეს უნდა იცოდეთ!

⭕რიტუალი, რომელიც „მარწყვის“ სავსე მთვარეობაზე უნდა გააკეთოთ - „რძე დაბალ ცეცხლზე გაათბეთ და როდესაც გათბება, დაამატეთ ყველა ინგრედიენტი“

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 30 ივნისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით