2023 წლის 1-ელ აგვისტოს სუპერმთვარეა. სავსე მთვარეს ასე იმიტომ უწოდებენ, რომ მითითებულ პერიოდში ჩვეულებრივზე უფრო კაშკაშა და დიდი იქნება. ითვლება, რომ ეს ასტროლოგიური მოვლენა თითოეულ ადამიანზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს.
მთვარის ენერგია მერწყულის გავლენით ძლიერდება. ასტროლოგიაში ეს ნიშანი იდეებზე, თავისუფლებასა და შემოქმედებითობაზეა პასუხისმგებელი. ამიტომაც, ეს დღე შთაგონების, ახალი იდეების მისაღებად იდეალური პერიოდია.
სავსე მთვარე თითოეულ ადამიანს უბიძგებს, თავისუფლად იაზროვნოს, ინოვაციური იდეები გამოხატოს და საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინოს. სუპერმთვარე პროფესიულ ზრდასა და სასურველი სამსახურის პოვნისთვისაც იდეალურ პირობებს ქმნის, ამიტომ შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
რა უნდა გააკეთოთ სუპერმთვარეობის დროს?
დღეს მერწყულის ენერგიას თითოეული ადამიანი იგრძნობს. შესანიშნავი პერიოდია კარიერული გეგმების განხორციელებისთვის, საქმიანი მოლაპარაკებებისთვის, ბიზნესპარტნიორებთან გეგმების განხილვისთვის და საკუთარი იდეების გამოხატვისთვის. იყავით ამბიციური და თავდაჯერებული. დასახეთ ახალი გეგმები, წამოიწყეთ თქვენთვის სასურველი საქმე და სამყარო მიზნების რეალიზებასა და წარმატებების მიღწევაში დაგეხმარებათ.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თქვენს სიზმრებს - ასტროლოგების თქმით, ისინი შესაძლოა, წინასწარმეტყველურნი აღმოჩნდნენ. მთვარე დედამიწასთან კიდევ უფრო ახლოს იქნება, ამიტომაც, დიდი შანსია, რომ მრავალ პასუხგაუცემელ შეკითხვაზე სწორედ ახლა გაიგოთ პასუხი. დაიმახსოვრეთ სიზმარში ნანახი მოვლენები და ნივთები. მათ შესაძლოა, დიდი ინფორმაცია მოგცენ.
მერწყულის დადებითი ენერგია ურთიერთობების გაუმჯობესებას ხელს უწყობს. თუ დიდი ხანია, თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანთან დალაპარაკება გსურთ, გინდათ, სიყვარულში გამოუტყდეთ, ან კიდევ თქვენი პოზიცია გააგებინოთ, ეს დღეს გააკეთეთ. თუ ვინმესთან კონფლიქტი გაქვთ, გადაუჭრელი საკითხი დაგრჩათ, მოსაგვარებლადაც შესანიშნავი პერიოდია.
რა არ უნდა გააკეთოთ სუპერმთვარეობის დროს?
მითითებულ დღეს უმჯობესია, სილამაზის პროცედურების ჩატარებისაგან თავი შეიკავოთ - თუ შესაძლებელია, ნუ შეიჭრით თმას, ნუ დაგეგმავთ სხვა მომსახურებებს და შემდეგი დღისთვის გადადეთ. ერთი მხრივ, მერწყული ექსპერიმენტებს ხელს უწყობს, მაგრამ მეორე მხრივ, შესაძლოა, ამ კუთხით, თამამი და რადიკალური ნაბიჯების გადადგმა ინანოთ.
ასევე, შეიძლება მომატებული ემოციურობა იგრძნოთ და გაღიზიანებული იყოთ. შეეცადეთ, დრო მშვიდად გაატაროთ, არ შექმნათ კონფლიქტური სიტუაცია და სხვების მიერ წამოწყებულ პროვოკაციასაც არ აჰყვეთ.
სხვა მხრივ, ეს დღე ახალი საქმეების წამოსაწყებად, იდეების, თქვენი შესაძლებლობების გამოსავლენად იდეალურია და შანსი ხელიდან არ გაუშვათ. იყავით გამბედავი, თავდაჯერებული და სამყარო თქვენს მონდომებას აუცილებლად დააფასებს.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„სოხუმსა და ცხინვალს ვინ ჩივის ბათუმია დასაბრუნებელი“ - რას წერს გიორგი სუხიტაშვილი
წყარო: www.beaumonde.ge