Digest Logo

🎥 „დღეს სურვილების ჩაფიქრების დღეა“ - 28 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

1740723646
🔮 ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა ვენერაა და ეს დღე გაძლევთ იმის შესაძლებლობას იმპულსი მისცეთ თქვენ ქმედებას, ასევე შეგიძლიათ ჩაიფიქროთ სურვილებიც“, - ამის შესახებ ასტროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა. 

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 28 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇

ვერძი - აქტიური დღეა, გექნებათ ენერგია და სურვილიც იმოქმედოთ, შეგიძლიათ გადადგათ ნაბიჯები.

კურო - დადებითი დღეა ინვესტიციისთვის, კარიერული კუთხითაც შეიძლება გქონდეთ ცვლილებები, თუმცა აკონტროლეთ ფინანსები, არ შეიძინოთ ისეთი ნივთები, რომლებიც არ გჭირდებათ.

ტყუპები - მოლაპრაკებებისთვის და შეხვედრებისთვის კარგი დღეა და გამოიყენეთ მაქსიმალურად.

კირჩხიბი - უმჯობესია ეს დღე ოჯახს დაუთმოთ და მოაგვაროთ ოჯახური საქმეები.

ლომი - კარგი იქნება შემოქმედებითი კუთხით ეს დღე, ასევე სცადოთ ისეთი რამ რაც აქამდე არ გაგიკეთებიათ. თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი ზენიტშია და ეცადეთ გამოიყენოთ.

ქალწული - არ არის სასურველი გადაიღალოთ და ზედმეტი პასუხისმგებლობა აიღოთ საკუთარ თავზე.

სასწორი - პირადი ურთიერთობების კუთხით შეიძლება დაძაბული დღე იყოს, გადადგით პირველი ნაბიჯები.

მორიელი - ენდეთ თქვენ ინტუიციას, თუ რამე მნიშვნელოვანი გაქვთ მოსაგვარებელი ამაში ინტუიცია დაგეხმარებათ. 

მშვილდოსანი - კარგი დღეა ცვლილებებისთვის, რომელიც აქამდე გსურდათ და ვერ აკეთებდით. კარგი დღეა სიახლებისთვის.

თხის რქა - პროდუქტიული დღე იქნება თუ გამოიჩენენ ლიდერულ თვისებებს, ეცადეთ იყოთ აქტიურები.

მერწყული - შეიძლება მოულოდნელი ცვლილები მოხდეს, მაგრამ არ შეშინდეთ ყველაფერი თქვენ სასიკეთოდ მოხდება.

თევზები -  კარგი იქნება დააბალანსოთ ემოციური მდგომარეობა, რათა არ შეგიშალოთ ხელი სწორი ნაბიჯების და სწორი გადაწყვეტილების გადადგმაში.

 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„საბერიოში, სადაც 5 მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა დამწვარი სახლის ადგილას ახალია აშენებული“ - გიორგი კეკელიძე

⭕ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: მე არ მინდა მჯეროდეს, რომ ამ ხალხს უხარია ტრაგედია ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი ამაზე მეტყველებს