Digest Logo

„დღეს ვაერთიანებთ ოჯახს, ინტუიციას, მოძრაობასა და ცოდნას“ - თაკო მელიქიშვილი 12 სექტემბრის ენერგიებზე

1789204500
თაკო მელიქიშვილი

12 სექტემბერი ჩემო ძვირფასებო, დღეს საოცარი დღეა!

გუშინ ახალმთვარეობა იყო, დღეს კი ვაგრძელებთ ოცნებას, ჯადოსნური ენერგიის შექმნას და ახალი რეალობის ფორმირებას.

დღის ენერგიებია: 3 • 4 • 7

დღეს ბევრი საქმე გექნებათ და, სავარაუდოდ, მათი ნაწილი ოჯახს, სახლსა და საყვარელ ადამიანებს დაუკავშირდება. მოგინდებათ, გარშემო ის ადამიანები შემოიკრიბოთ, რომლებიც გულით გიყვართ და ეს შესანიშნავი სურვილია.

გაატარეთ დღე ოჯახის წევრებსა და საყვარელ ადამიანებთან ერთად. მოაწყვეთ ოჯახური ვახშამი, გაისეირნეთ ბუნებაში ან მწვადებზე წადით. მთავარია, დესტრუქციულ ენერგიაში არ გადახვიდეთ და ძალები კამათში, კონფლიქტებსა და ურთიერთობების გარკვევაში არ დახარჯოთ.

დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საკუთარ ინტუიციას მოუსმინოთ. მისია 4, რომელიც 22-ის გავლით ვლინდება, შესაძლოა ძალიან მკაფიო შინაგან ხმად იგრძნოთ. თუ პირველი აზრი სწრაფად და ნათლად მოვიდა, დიდი ალბათობით, სწორედ ის იქნება სწორი.

თავს დაუსრულებელი ფიქრით ნუ გადატვირთავთ. გააანალიზეთ სიტუაცია, მოუსმინეთ შინაგან შეგრძნებას და მიიღეთ გადაწყვეტილება. დღეს ინტუიციამ შეიძლება გაცილებით მეტი გიკარნახოთ, ვიდრე ხანგრძლივმა ეჭვებმა.

აუცილებლად აირჩიეთ ახალი მარშრუტები. წადით უცნობ პარკში, ქალაქის სხვა უბანში ან შეუხვიეთ ქუჩაზე, სადაც აქამდე არასდროს ყოფილხართ. შეგიძლიათ ველოსიპედით, მოტოციკლით ან მანქანით გაისეირნოთ მთავარია, ახალი გზები აღმოაჩინოთ.

დღე შესანიშნავია სწავლისთვის. მოუსმინეთ პოდკასტებს, წაიკითხეთ წიგნები, მიიღეთ ახალი ცოდნა ყველაფერი, რასაც დღეს ისწავლით, მომავალში ძალიან ლამაზად ჩაერთვება თქვენს რეალიზაციაში.

და აუცილებლად გამოეწყვეთ! შექმენით ლამაზი სტილი, გაიკეთეთ ვარცხნილობა, გამოიყენეთ საყვარელი სურნელი და თავი ნამდვილ ლამაზმანად იგრძენით.

დღეს ვაერთიანებთ ოჯახს, ინტუიციას, მოძრაობასა და ცოდნას. ვირჩევთ სიყვარულს და ვენდობით საკუთარ შეგრძნებებს.

იყავით ყველაზე ბედნიერები, წარმატებულები და ენერგიით სავსეები!

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დღეს დიდი დღეა, დიდი! ჯემალ ბაღაშვილი 85 წლის გახდა!“ - გია ბაღაშვილი მამას დაბადების დღეს ულოცავს

♏️✨ვენერა მორიელში გადადის - რას მოუტანს ეს ზოდიაქოს ნიშნებს?

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 12 სექტემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით