Digest Logo

დღეს ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღეა - რა ლოცვა უნდა წაიკითხონ მორწმუნეებმა

1744956838
ლოცვა და სანთელი

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს.

ტაძრებში დღეს გარდამოხსნის წესი შესრულდება.

წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღევლინება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი სრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.

მორწმუნეები ამ დღეს კვერცხებს წითლად ღებავენ. ასევე აცხობენ​ პასკებს​, რადგან, სახარების თანახმად, იესო ქრისტეს ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა.

ტროპარი

რაჟამს დიდებულნი მოწაფენი საბანელსა მას სერობისასა განათლდებოდეს, მაშინ უსჯულო იუდა ვეცხლისმოყუარებისა სენითა დაბნელდებოდა, და უსჯულოთა მსაჯულთა შენ, მართალსა მსაჯულსა, მიგცემდა. იხილეთ, ჰოჲ, მორწმუნენო, ტრფიალი იგი ვეცხლისაჲ, რომელმან მისთვის შიშთვილ-იბა. და ივლტოდით უძღებისა მისგან სენისა, რომელმან მოძღუარსა თვისსა ზედა ესევითარი იკადრა. არამედ, რომელმან ყოველივე სიბრძნით განაგე, კაცთმოყუარე ქრისტე ღმერთო, დიდებაჲ შენდა!

ტროპარი

მომიყიდენ ჩუენ წყევისა მისგან სჯულისა, პატიოსნითა სისხლითა შენითა, ჯუარსა ზედა რა დაემსჭვალე და ლახურითა განიგმირე, და უკუდავებაჲ აღმოუცენე კაცთა, მაცხოვარო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

კონდაკი

რომელი ჯუარს-ეცუა ჩუენთვის, მოვედით ერნო, უგალობდეთ მას. იხილა იგი მარიამ ჯუარსა ზედა და სთქუა: დაღაცათუ ჯუარსა ზედა გიხილე, შენ ხარ ძე ჩემი და ღმერთი ჩემი, ყოვლად ძლიერი, კაცთმოყუარე და მაცხოვარი.

დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა, როცა მოძღვრის კურთხევით მორწმუნეთაგან ზოგი მთელი დღის განმავლობაში არაფერს ჭამს, ზოგი კი პურისა და წყლის გარდა არაფერს იღებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕დღეს წითელი პარასკევია - მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს

🎥 სიყვარულის ისტორია, რომელიც კეთილად დამთავრდა - გაიცანით წყვილი ქუთაისიდან