Digest Logo

🎥 სიყვარულის ისტორია, რომელიც კეთილად დამთავრდა - გაიცანით წყვილი ქუთაისიდან

1744919493
დათა ჭითანავა

ჟურნალისტი ნათია ჯიმშეიშვილი და იურისტი დავით ჭითანავა სტუმრად გადაცემაში „სხვა რაკურსი“ იმყოფებოდნენ, სადაც ერთმანეთს სიყვარულის ისტორია გაიხსენეს:

„ჩვენი სიყვარული დაახლოებით 25 წელს ითვლის. ანუ საუკუნის მეოთხედზე ჩვენ ისევ შევხვდით ერთმანეთს. მე დავასრულე ცხრა კლასი. მაშინ ასე იყო და გადავწყვიტე რომ სახლში დამებანა თავი, სველი თავით სალონში წავსულიყვი. ამან გამოიწვია დაავადება, რომელსაც მენინგიტი ჰქვია. რთული ფორმა მქონდა, შესაბამისად გადამიყვანეს ქუთაისიდან თბილისში. როცა მიმიყვანეს საავადმყოფოში მე არ მახსოვს დათასთან შეხვედრა, თურმე იგი ჩემზე წინ იყო მისული ამ ექიმთან. იგივე დიაგნოზი ჰქონდა. დავინახე, როდესაც დათა შემოვიდა სკამით ჩემ ოთახში. განსხვავებული ადამიანი შემოვიდა და მე შევხედე სხვანაირი თვალით. წერილებს ვუგზავნიდით ერთმანეთს.

მოხდა ისე რომ მორიგე ექთანი შემოდიოდა ჩემთან ნემსის გასაკეთებლად. დათა იმ დროს გადიოდა. ექთანმა უთხრა დედას, მე ვფიქრობ ეს იყო გამიზნულად ნათქვამი, იმიტომ რომ დედა ზურგით იდგა და იცოდა რომ მე მესმოდა მისი საუბარი. ექთანი ამბობდა - ძალიან გვიყვარს დათა და ძალიან კარგი ბიჭიაო, რაკი მათ ერთნაირი დაავადება აქვთ შესაძლოა ამათი შვილები ჯანმრთელები არ გამოვიდნენო. მე ეს ჩავიდე გულში და გადავწყვიტე გრძნობა დამებლოკა. მე ვუთხარი დედას - რომ დათა ოთახში აღარ შემოეშვა, რადგან იგი არ მემეტებოდა ამისთვის. დილიდან საღამომდე დათა იდგა ჩემ აივანთან და დაიყვირებდა ხოლმე ჩემს სახელს. დავშორდით ასე“, - აღნიშნა ნათია ჯიმშეიშილმა.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ქმარ-შვილმა გადამატანინა ეს ცუდი პერიოდი... ვეუბნები - ჩვენ რომ წავალთ ვიღაც უნდა გყავდეს გვერდით-მეთქი...“ - ვინ არიან „დანტესის“ მშობლები?

⭕HBO ჰარი პოტერზე სერიალს გადაიღებს - მსახიობთა პირველი შემადგენლობა უკვე ცნობილია

⭕„როგორი სექსუალური ხარ...“ - ალექსანდრა პაიჭაძე ახალ კადრებს აქვეყნებს