ასტროლოგი ხათუნა ნოელი, სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
ამჯერად მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 4 სექტემბრის შესახებ ისაუბრა და საზოგადოებას მოსალოდნელი სიახლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„მთვარე უკვე მზარდია, დღის განმავლობაში ის იცვლის ზოდიაქოს ნიშანს და გადავა სასწორში.
დღის უმთავრესი მოვლენა გახლავთ მარსის მიერ ზოდიაქოს ნიშნის შეცვლა, ის ტოვებს წინა ნიშანს და გადადის კირჩხიბში. უნდა ითქვას, რომ ეს ნიშანი მარსისთვის არ არის შესაფერისი, აქ თავს დაცემულად გრძნობს. სამწუხაროდ, საკმაოდ დიდი ხანი დაყოფს მარსი კირჩხიბის ნიშანში.
დღეს მთვარეს ნეგატიური ასპექტები არ აქვს, თუმცა საქმეები, რომელსაც დიდი ფიზიკური ძალისხმევა სჭირდება, არ გამოგვივა.
სასურველი არ არის ცხოველების სტერილიზაცია, კონსერვების გაკეთებასაც არ გირჩევდით.
რაც შეეხება შენაძენებს, შეგიძლიათ ყველაფერი იყიდოთ წვრილმანები. ჯანმრთელობის თვალსაზრისით პრობლემური ხდება თავის არე და ნუ ჩაიტარებთ ქირურგიულ ჩარევებს“, - ამბობს ხათუნა ნოელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ვინ იყო მატარებლის შეჯახების დროს დაღუპული კაცი, რომელსაც ცოტა ხნის წინ ქორწილი ჰქონდა