3 სექტემბერს, თბილისში, დაახლოებით დღის 13:00 საათზე, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა – ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთი კი ლაშა ცაგარეიშვილია, რომელსაც ცოტა ხნის წინ ქორწილი ჰქონდა.
გარდაცვლილ ახალგაზრდას სოციალურ ქსელში ემოციური სიტყვებით ემშვიდობებიან:
„ადამიანო პოზიტივო, სიკეთევ, ჩვენო მეგობარო. მშვიდად განისვენე“.
„როგორი ბიჭი დავკარგეთ, უფალს ებარებოდე მხიარულო და გამორჩეულად ჭკვიანო“.
„რა პატარა ასაკიდან გიცნობ, გული მტკივა. სიკვდილო, კიდევ რამდენ დედას უნდა წაართვა შვილი? შეხვედრამდე „ადამიანო”, - წერენ სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე, სამგზავრო მატარებლის სამუშაო პლატფორმასთან შეჯახების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„აი, მესმის სილამაზე“ - ევა ბარბაქაძე ულამაზეს თეთრ კაბაში პოზირებს