Digest Logo

„დიდი ბრძოლა და შრომა მოგვეთხოვება...“ - რატომ არის მნიშვნელოვანი სულიერი განვითარება?

1762596380
ეზოტერიკაეზოტერიკა

„თანამედროვე ადამიანისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სულიერ განვითარებასა და ბალანსზე ზრუნვა.  ამჟამად ადამიანის ცხოვრებაში არსებობს ორი ისეთი გარემოება, რომელიც ჩვენი ცივილიზაციისა თუ რასების არცერთ სხვა ისტორიულ მონაკვეთსა თუ განვითარების ეტაპზე არ ყოფილა“, - ამის შესახებ  ეზოტერიკოსი „svart გრიმუარი“ სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ადამიანის ფსიქიკის მომზადება გარდაუვალისთვის არის მცდელობა იმისა, რომ გარდაცვალების შემდგომ ადამიანის სული ამაღლდეს და მეტად დაუახლოვდეს მის ღვთიურ საწყისსა და ფორმას, რისი პოტენციალიც ადამიანს თეორიულად ნამდვილად აქვს:

„ამ სტატიაში შედარებით რთულ თემას შევეხებით, რომელიც ნამდვილად არ არის მასების გონებისათვის ან ფართო აუდიტორიის „ჯადოსნური ხრიკებით” განცვიფრება-გახალისებაზე გათვლილი.
 
თანამედროვე ადამიანისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სულიერ განვითარებასა და ბალანსზე ზრუნვა. ხაზგასმით რატომ გეუბნებით, რომ სწორედ თანამედროვესთვის ? - ამჟამად ადამიანის ცხოვრებაში არსებობს ორი ისეთი გარემოება, რომელიც ჩვენი ცივილიზაციისა თუ რასების არცერთ სხვა ისტორიულ მონაკვეთსა თუ განვითარების ეტაპზე არ ყოფილა.
 
ესენია: 1. კოლოსალური რაოდენობის ინფორმაციისა და განათლების ხელმისაწვდომობა (თანაც იმდენად დიდი ინფორმაციის, რომელსაც ერთი კაცი არამცთუ ერთ ცხოვრებაში, არამედ სამ ასწლეულშიც კი ვერ ამოწურავს).
და 2. რესურსების ხელმისაწვდომობა და ფუფუნება. არასდროს უარსებია ამდენ პროდუქტს, საკვებს, გასართობს და კომფორტისა თუ ფუფუნების საგანსა და სერვისს. აი მაგალითად ავიღოთ საკვების გამოძახების სერვისი: გეზარება გარეთ გასვლა? წვიმს? გაციებული ხარ და ვერ მიდიხარ მაღაზიაში? - იძახებ საკვებს. ძველად კი არამხოლოდ საკვების მონადირება და მოყვანა იყო საჭირო, ვაი! თუ კი უამინდობის გამო შეგეზღუდებოდა გადაადგილება ან არ იქნებოდა მოსავალი, ორი გზა გრჩებოდა : შიმშილი ან ისეთი მახვილგონიერი გამოგონებები, როგორიცაა მაგალითად დღესდღეობით ყველასათვის ცნობილი ევროპული კერძი - ხახვის სუპი, რომელიც რეალურად გამოუსადეგარი და მონარჩენი პროდუქტების შიმშილობისას კერძად გადაქცევას ემსახურებოდა.
 
ამ ორი გარემოების მნიშვნელოვანებას ცოტა ხანში მივუბრუნდები. მანამდე კი უნდა გავიგოთ ადამიანის ორი მნიშვნელოვანი ნაწილის შესახებ.
 
ადამიანს აქვს როგორც მიწიერი და ცხოველური საწყისი, აგრეთვე სულიერიც/ ღვთიურიც. საბოლოოდ სულის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისია სწორედ ამ ორის, როგორც მინიმუმ, დაბალანსებაა, საუკეთესო შემთხვევაში კი განვითარება და ღვთიური სინათლით აღვსება, მისი როგორც საკუთარ თავში, აგრეთვე ამ სამყაროში შემოტანა.
 
ფიზიკური სხეულიც და ცხოველური ენერგიაც თავისთავად ვითარდებიან, ეს დონე ითვლება უმდაბლესად და მის მოქმედებას ჩვენი ჩარევა და ნება არ ესაჭიროება ( მეტიც, ყველანაირად ვცდილობთ მის შეჩერებას რათა არ დავბერდეთ, მაგრამ ამას ვერ ვახერხებთ).
 
მეორესმხრივ ადამიანის გონებრივი და ემოციური განვითარება შესაძლოა იყოს როგორც თავისთავად, გარემოთი განპირობებული ( თუ გაგვიმართლა და სწორი გარემო და გამოცდილებები შეგვხვდა), აგრეთვე ჩვენი ჩარევით, სწავლა-განათლებითა და გამოცდილებების შეძენით ( ძირითადად გაცნობიერებული მოქმედებაა უმჯობესი, რადგან სათანადო გარემო ყველას არ ხვდება).
 
რაც შეეხება სულიერ განვითარებას - აქ საქმე გაცილებით რთულადაა. ჩვენი სულიერი ნაწილი არამხოლოდ ვერ ვითარდება თავისთავად, არამედ ჩართულობის შემთხვევაშიც კი არ გვაქვს გარანტირებული საუკეთესო შედეგი. აქ გვჭირდება უდიდესი დრო, შრომა და მონდომება - სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ სფეროს განვითარებაზე ზრუნვის დროული დაწყება.
 
უბრალო ადამიანისათვის საკმარისია მეტ-ნაკლებად სულიერისა და ხორციელის დაბალანსება - ამას მას მისცემენ ჯანსაღი ცხოვრება, ზრუნვა გონებასა და ფსიქიკაზე და გავრცელებული რელიგიებიც კი. ბალანსი გულისხმობს იმას, რომ სულიერ ადამიანზე დომინირების საშუალება არ მიეცეს ჩვენს შინაგან ადამიან-ცხოველს და რომ სულიერი ქმნილება ოდნავ მაინც ჭარბობდეს მეორეზე.
 
მეორესმხრივ სულიერი განვითარების გზაზე მდგომისათვის, იქნება ეს ეზოტერული თუ ფილოსოფიური მოწყობის მქონე გონების პატრონი, ის იბრძვის ამაზე გაცილებით მეტისათვის - სულიერი ადამიანის მაქსიმალური განვითარებისა და ღვთიური სინათლით სრულად ავსებისთვის, სადაც ადამიან-ცხოველს ადგილი აღარ დარჩება.
 
მაშ რატომ იყო მნიშვნელოვანი ზემოხსენებული ორი გარემოება ( ინფორმაციისა და კომფორტის სიჭარბე) ? - ორივე იწვევს ადამიანის გაზარმაცებას და თავისთავად წარმოადგენს დიდ ფუფუნებას. მოგეხსენებათ, ყველაზე კარგი სამალავი ის ადგილია, სადაც არ გაგახსენსება რამის მოძებნა - ცხვირწინ. ამრიგად ცოდნის ამხელა ხელმისაწვდომობა რაღაცმხრივ მას გვიმალავს კიდეც. ადამიანს აღარ უჩნდება აზარტი და ინტერესი, ის ზარმაცდება რადგან ფიქრობს “ ყველაფერი აქ მაქვს! სად გამექცევა? მოგვიანებით გავეცნობი”. მეორე მხარე კი ისაა, რომ დიდი დანაშაული და ცოდვაა ამხელა პრივილეგიის ქონა და მისით არ სარგებლობა. ვერავინ იტყვის “არ შემეძლო” ან “არ ვიცოდიო”. განსხვავებით მე-4 საუკუნის გლეხისაგან, რომელიც დიდი ალბათობით წიგნის კითხვასაც კი ვერ შეძლებდა, რადგან მისთვის ეს არ იყო ხელმისაწვდომი და ამის შესახებ არც იცოდა რამე, ჩვენ პასიურობა და უპასუხისმგებლობა არ გვეპატიება, რადგან ხშირად ყველაფერი კარგად ვიცით და მაინც არაფერს ვცვლით.
 
კომფორტის, გასართობისა და რესურსების სიჭარბე კი ადამიანისათვის დიდ ცდუნებად იქცევა, რადგან ბევრი სწორედ ამ ყველაფერს მიეჯაჭვება და აქცევს მას ცხივრების ქვაკუთხედად და ამომავალ მზედ. ბევრს იწირავს მავნე ჩვევები, მავნე გასართობი და თავისუფლებად გასაღებული ადიქციები და ტყვეობა. ერთია გამოიყენო რესურსი და კომფორტი, ეს წესით განვითარებასაც გაგიმარტივებს, რადგან ნაკლები პრობლემა და საზრუნავი გექნება, მაგრამ მეორეა რომ ჩაეფლო ამ ყველაფერში და ადამიანი-ცხოველის ბატონობა მიიღო, მისი ენერგიების სიჭარბისკენ მიმართო შენი პოტენციალი და მოაწერო ხელი სულიერი ადამიანის გაძევებას.
 
ბოლოს კი უნდა შევეხო საკმაოდ მტკივნეულ თემას: გვინდა ჩვენ ეს თუ არა, საბოლოოდ აბსოლუტურად ყველა რელიგიის, ეზოტერული თუ ოკულტური სწავლების მიზანიც და ამომავალი წერტილიც არის მიღმიერი ცხოვრება.
 
ერთის მხრივ ადამიანის ფსიქიკის მომზადება გარდაუვალისათვის, მისი დამშვიდება და ყველაზე დიდ შიშთან შესახვედრად გაძლიერება, მეორეს მხრივ კი ეს არის მცდელობა იმისა, რომ გარდაცვალების შემდგომ ადამიანის სული ამაღლდეს და მეტად დაუახლოვდეს მის ღვთიურ საწყისსა და ფორმას, რისი პოტენციალიც ადამიანს თეორიულად ნამდვილად აქვს.
 
რადგან არაფერია გარანტირებული და ყველაფერს მოპოვება, შენარჩუნება და დაცვა სჭირდება. სული კი ღმერთისგან მოგეცა, მაგრამ ის შენი შესანარჩუნებელია.
 
როგორც ვთქვი, ეს ღვთიური ნაწილი სამწუხაროდ თავისით ვერ ვითარდება, მის განსავითარებლად დიდი ბრძოლა და შრომა მოგვეთხოვება. ამით ვფიქრობ, ყველაფერია ნათქვამი და პასუხი მთავარ კითხვაზე ყველასათვის ნათელი უნდა იყოს“, - წერს ეზოტერიკოსი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ჩაიწერე ერთი მიზანი ან იდეა, რომელიც დიდი ხანია გადადე... გადადგი პირველი ნაბიჯი“ - თაკო მელიქიშვილი 8 ნოემბრის ენერგიებზე

„სტრესის წინააღმდეგ ბრძოლა არ ნიშნავს მის განდევნას, არამედ მიღებას მშვიდად... როცა გონება მშვიდდება, ყველაფერი თავის ადგილზე დგება“ - ზაზა ჯაიანის რეკომენდაცია

ChatGPT მომხმარებლებს სამედიცინო და იურიდიულ კონსულტაციებს აღარ სთავაზობს - რა მიზეზებს ასახელებენ კომპანიაში