Digest Logo

„სტრესის წინააღმდეგ ბრძოლა არ ნიშნავს მის განდევნას, არამედ მიღებას მშვიდად... როცა გონება მშვიდდება, ყველაფერი თავის ადგილზე დგება“ - ზაზა ჯაიანის რეკომენდაცია

1762590399
ადამიანი და ენერგეტიკა

წიგნის „გონების კოდი“, მედიტაციის საიდუმლო გზა-წარმატებამდე, ავტორი ზეზვა ჯაიანი სოციალურ ქსელში სტრესზე საუბრობს.

მისი თქმით, სტრესი გროვდება სხეულში და გონებაში, რაც იწვევს დაძაბულობას, უძილობას, ემოციურ დაღლილობას. მედიტაცია კი ჰგავს ღრმა სუნთქვას სულისთვის:

„დღეს ჩვენი ცხოვრება სიჩქარითა და პასუხისმგებლობებით არის სავსე, ყოველდღიური სტრესი გახდა ჩვენი ჩრდილი. მაგრამ ამ ქაოსში არსებობს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღი, რომელიც შინაგან სიმშვიდემდე მიგვიყვანს და ეს არის მედიტაცია.

სტრესი გროვდება სხეულში და გონებაში იწვევს დაძაბულობას, უძილობას, ემოციურ დაღლილობას. მედიტაცია კი ჰგავს ღრმა სუნთქვას სულისთვის. როცა რამდენიმე წუთით ჩერდები, ფოკუსირდები საკუთარ სუნთქვაზე და უშვებ ზედმეტ ფიქრებს, ტვინი გადადის განტვირთვის რეჟიმში.

რეგულარული მედიტაცია:

• ამცირებს სტრესის ჰორმონების რაოდენობას (კორტიზოლს);
• ამშვიდებს ნერვულ სისტემას;
• აუმჯობესებს კონცენტრაციას და ძილს;
• აძლიერებს შინაგან ბალანსსა და ემოციურ გამძლეობას.

მედიტაციისთვის განსაკუთრებული ადგილი ან დრო არ არის საჭირო, საკმარისია დღეში 10 წუთით გაჩერდე, ჩაისუნთქო სიღრმისეულად და იყო „აქ და ახლა”.

შენ უბრალოდ იწყებ და ნელ-ნელა, ყოველ ჯერზე, სიმშვიდე შენს ყოველდღიურობად იქცევა.

გახსოვდეს: სტრესის წინააღმდეგ ბრძოლა არ ნიშნავს მის განდევნას, არამედ მის მიღებას მშვიდად. როცა გონება მშვიდდება, ყველაფერი თავის ადგილზე დგება“, - წერს ზაზა ჯაიანი.

ასევე დაგაინტერესებთ:

ChatGPT მომხმარებლებს სამედიცინო და იურიდიულ კონსულტაციებს აღარ სთავაზობს - რა მიზეზებს ასახელებენ კომპანიაში

„იგივეა, იყიდო უძვირესი სარბოლო მანქანა და ჩაასხა ყველაზე დაბალი ხარისხის საწვავი...“ - რას წერს ნატა გაგუა ჯანსაღ „დრესინგზე“

„ძალიან დაგვწყვიტე გული, სულ რაღაც 22 წლის ასაკში“ - ვინ იყო ახალგაზრდა, რომელიც თბილისში ავარიის შედეგად დაიღუპა