ასტროლოგიაში სატურნი დისციპლინის, დროისა და კარმის პლანეტაა, რომელიც წესრიგს, პასუხისმგებლობასა და ცხოვრებისეულ შეზღუდვებს განასახიერებს.
სატურნი ვერძის ნიშანში გადავიდა 2026 წლის 14 თებერვლიდან 2028 წლის 12 აპრილამდე. ეს დრო გვიწესებს პასუხისმგებლობის, დისციპლინისა და პირადი ნებისყოფის სიმტკიცის შემოწმების ახალ ციკლს. მოგვიწევს თმენის, წესრიგისა და გრძელვადიანი დაგეგმვის სწავლა. ამასთანავე, მოგვიწევს უაზრო, ფუჭი წამოწყებებისგან გათავისუფლება და საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღება.
კარმული გაკვეთილია, შიშების გადალახვა და ჯაფის გაწევა სწრაფი გამარჯვებების დევნის სანაცვლოდ.
რეტროგრადული სატურნი, რომელიც 26 ივლისიდან 10 დეკემბრამდე იქნება უკუსვლით მოძრაობაში - ეს არის მიზნებისა და ძველი გეგმების გადახედვის დრო. ყველაფერი, რაც სასწრაფოდ და ნაჩქარევად დაიწყო, შეფერხებებს დაიწყებს. ხოლო ის, რაც მყარ საძირკველზე აშენდა, პირიქით - დასრულებულ, სრულყოფილ ფორმას მიიღებს.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ რეტროგრადული სატურნი იძლევა უნიკალურ შანსს, გადაითამაშოთ და გამოასწოროთ თქვენი წარსული მარცხი. თუ გრძნობთ, რომ რაღაცაში „ითვალთმაქცეთ“ ან საქმეს გულგრილად მიუდექით ახლა არის დრო, გამოასწოროთ ეს და მაშინ დეკემბრისთვის მიიღებთ მძლავრ კარმულ ბონუსს.
პროგნოზი წაიკითხეთ თქვენი ასცენდენტის ნიშნის მიხედვით!
♈ ვერძი
თქვენთან სატურნის ტრანზიტი გადის 1-ელ სახლში (პიროვნების/„მე“-ს სახლი). უპირველეს ყოვლისა, ცუდი არ იქნება დაფიქრდეთ და შეეცადოთ გაარკვიოთ, არის თუ არა ის ოცნებები, რომლებიც გიზიდავდათ, ის, რაც სინამდვილეში გჭირდებათ. ბევრი თქვენგანი იგრძნობს, რომ იზრდება დატვირთვა და გარემოებათა ზეწოლა. მოგიწევთ შეეჯახოთ ცხოვრების სასტიკ რეალობას, თუმცა თქვენი მძიმე შრომითა და პასუხისმგებლობით გაუმკლავდებით არასასურველ სიტუაციებს. უძრავი ქონების ან მიწის ნაკვეთის ყიდვა შესაძლებელი გახდება, ვინაიდან ფინანსური პირობები უმჯობესდება.
უარყოფით მხარეს (დაუმუშავებელი სატურნი): იძლევა სიმძიმის, მელანქოლიისა და მოწყენილობის შეგრძნებას, თითქოს მთელი სამყარო თქვენს დათრგუნვას ცდილობს. ძალებისა და ენერგიის დეფიციტი. ამ დროს ყველა შაბლონური და სოციალური პარამეტრები იმსხვრევა და აშიშვლებს თქვენს არსს, თქვენს პიროვნებას.
დადებით მხარეს (დამუშავებული სატურნი): ხდება თქვენი პოზიციების განმტკიცება სოციუმში, კარიერული ზრდა. ადამიანი ამ დროს განსაკუთრებით პასუხისმგებლიანი და დისციპლინირებული ხდება.
როგორ დავამუშაოთ: ამოიღეთ თქვენი ცხოვრებიდან ყველაფერი ზედმეტი და არასაჭირო. დაგეგმეთ, დასახეთ მიზნები, დაიწყეთ განრიგით ცხოვრება. შეიტანეთ წესრიგი თქვენს ცხოვრებაში. ფიზიკურ დონეზე შეიცვალეთ იმიჯი კლასიკისა და მინიმალიზმისკენ.
♉ კურო
თქვენთან რეტროგრადული სატურნის ტრანზიტი გაივლის მე-12 სახლში. ეს არის საიდუმლოებების, მისტიკის, მარტოობის, იზოლაციისა და დასასრულის სახლი.
როდესაც პლანეტა გადის მეთორმეტე სახლს, რეკომენდებულია დაასრულოთ ყველაფერი, რაც ბოლო წლებში დაუსრულებელი დარჩა. ახლა პროფესიული მოვალეობები წარმოადგენს მსახურების ფორმას, რომელიც დაკავშირებულია სხვა ადამიანების დახმარებასთან. ეს არის დრო, როდესაც კარმა აღწევს კულმინაციას ახალი თვითგამოხატვის ციკლისთვის მომზადებაში, ამიტომ აუცილებელია წარსულის ნარჩენებისგან გაწმენდა, რათა მომზადდეს ნიადაგი ახალი თესლისთვის. ბევრი სერიოზულად დაინტერესდება ისეთი თემების შესწავლით, როგორიცაა მედიტაცია, მისტიციზმი, პარაფსიქოლოგია, ნუმეროლოგია, ასტროლოგია და იგრძნობს სულიერი განმარტოების საჭიროებას. შესაძლებელია, დაკავდეთ ფსიქოლოგიური თერაპიით ან ქვეცნობიერის კვლევის სხვა მეთოდებით.
უარყოფით მხარეს: დაუმუშავებელი სატურნი ამ სფეროში იძლევა დეპრესიას, მელანქოლიას, მავნე დამოკიდებულებებს, დამანგრეველ შიშებსა და ფობიებს. შინაგანი გლობალური სიცარიელის შეგრძნებას. სახიფათო ფარულ მტრებსა და არაკეთილმოსურნეებს.
დადებით მხარეს: ხდება ყველა ქვეცნობიერი პროგრამის გაწმენდა. საკუთარ თავში შინაგანი ღერძის, საყრდენის პოვნა.
როგორ დავამუშაოთ სატურნი ამ სფეროში: დაკავდით ფსიქოანალიზით, ღრმად ჩაძირვით საკუთარ თავში, თქვენს შინაგან სამყაროში. ამ პერიოდში არავის ენდოთ, ყველაფერი პრაქტიკაში შეამოწმეთ. იდეალურია დაკავდეთ სხვადასხვა სულიერი პრაქტიკით, ეწვიოთ ძალის ადგილებსა და რელიგიურ ადგილებს, ეკლესიებს, მონასტრებს და დაეხმაროთ ადამიანებს ნებისმიერი შესაძლო გზით.
♊ ტყუპები
თქვენთან პლანეტის ტრანზიტი გადის მე-11 სახლში. ეს არის მეგობრებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების სახლი. პლანეტის რეტროგრადული მოძრაობა პირველ რიგში აიძულებს გადახედოთ მეგობრების სიას და თქვენს როლს ცხოვრებაში, როგორც პიროვნებას.
უარყოფით მხარეს: ეს შეიძლება იყოს მეგობრების დაკარგვა, სიცივე და გაუგებრობა კოლექტივში. მარტოხელის შეგრძნება ბრბოში.
დადებით მხარეს: ეს შეიძლება იყოს მეგობრული ურთიერთობების განმტკიცება. თანამოაზრეთა საკუთარი წრის შექმნა. შეგიძლიათ გახდეთ ძალიან შესამჩნევი სოციუმში. შეძლებთ აირჩიოთ ისინი, ვინც შეესაბამება თქვენს იდეალებს. პირად ცხოვრებაში ყველაფერი წარმატებულად დალაგდება, თუ კარგად გაეწყობით მეორე ნახევარს. თქვენი ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლები, რომლებიც ეძებენ თავიანთ მეორე ნახევარს, წლის ბოლომდე დაასრულებენ ძიებას.
როგორ დავამუშაოთ სატურნი ამ სფეროში: გააკეთეთ გენერალური დასუფთავება თქვენი მეგობრებისა და ნაცნობების სიაში. განსაკუთრებით ეს ეხება სოციალურ ქსელებს. იცით ოცნება? გეგმების დაწყობა და განრიგითა და მკაცრი დღის რეჟიმით ცხოვრება? თუ არა, მაშინ სატურნი გაიძულებთ ისწავლოთ საკუთარი წესებით ცხოვრება.
♋ კირჩხიბი
თქვენთან სატურნის ტრანზიტი გადის მე-10 სახლში. ეს არის კარიერის, სოციალური სტატუსის სახლი.
რეტროგრადული სატურნი ამ სფეროში აქცენტს გააკეთებს ამ თემების მოვლენებზე და მიგითითებთ, რა გამოგრჩათ და რა ვერ დაასრულეთ.
უარყოფით მხარეს: ეს შეიძლება იყოს სამუშაოს ან კარიერის დაკარგვა. გადატვირთვა, ძალიან ბევრი საქმე, რომელსაც ცოტა შედეგი მოაქვს. გაუგებრობა და სირთულეები უფროსობასთან და ყველასთან, ვინც თქვენზე მაღლა დგას. თქვენი დამსახურებები და მიღწევები შეუმჩნეველი რჩება.
დადებით მხარეს: ეს შეიძლება იყოს სოციალური აფრენა, ხელმძღვანელი თანამდებობის მიღება. ბიზნესის თვალსაზრისით - თქვენი პოზიციების განმტკიცება, პროექტების ახალ დონეზე გაყვანა. პატივი, მიღწევები, ჯილდოები. თუ იქნებით გამბედავი, ჩაერთვებით სამუშაოში ენთუზიაზმით, რომელიც აუცილებელია საპასუხისმგებლო ამოცანების შესასრულებლად, მაშინ შესრულებული სამუშაო მოიტანს მნიშვნელოვან შედეგებს, შესაძლოა აღიარებასაც. თუ ფიქრობთ ახალი სამუშაოს ძიებაზე, არის შესაძლებლობა იპოვოთ კარგი ადგილი კარიერული ზრდის პერსპექტივით. მთავარია არ გაჩერდეთ და ეცადოთ - სატურნს უყვარს შეუპოვარი და მიზანდასახული ადამიანები.
როგორ დავამუშაოთ სატურნი ამ სფეროში: დაისახეთ მიზნები, ისწრაფეთ და მიაღწიეთ! ეს კარგი დროა უძრავი ქონებისა და მშენებლობის სფეროში პროექტებისთვის. ბიზნესმენებისთვის ეს არის დრო, როდესაც ისინი კომპანიაში აკონტროლებენ და აკეთებენ ყველაფერს, რაც კი შესაძლებელია. რეკომენდებულია მეტი ყურადღება დაუთმოთ მშობლებსა და ოჯახს, მიიღოთ მონაწილეობა მათ საქმეებში, რადგან ახლობლების მხარდაჭერა ძალიან გამოგადგებათ კარიერული წარმატების გზაზე.
♌ ლომი
თქვენთან სატურნის ტრანზიტი გაივლის მე-9 სახლში. პლანეტის ენერგია მე-9 სახლში მხარს უჭერს მათ, ვისაც განათლების გაგრძელება სურს. სატურნი გთავაზობთ კიდევ ერთ შანსს, განახორციელოთ ოცნებები ისეთი განათლების მიღებაზე, რაც ყოველთვის გინდოდათ. გამომუშავდება სერიოზული დამოკიდებულება ცხოვრებისადმი და გულდასმით გააანალიზებთ ყველა პლუსსა და მინუსს, სანამ რაიმე ნაბიჯს გადადგამთ. შორეული მოგზაურობები, ასევე უცხოელ და საზღვარგარეთულ პარტნიორებთან თანამშრომლობა სარგებლის მომტანი იქნება. თუ საზღვარგარეთ გადასვლას ცდილობთ, ასეთი შესაძლებლობა გელით. წარმატება იურიდიულ საკითხებშიც ძალიან სავარაუდოა.
უარყოფით მხარეს: მსოფლმხედველობისა და ცხოვრებისეულიხედვის პრობლემა. ყოველივე უმაღლესისა თუ სულიერის სრული უარყოფა და შედეგად - შინაგანი სიცარიელე. პრობლემები, რომლებიც უკავშირდება უცხოელებს, სხვა ქვეყნებს, მოგზაურობას.
დადებით მხარეს: საკუთარი მსოფლმხედველობისა და ღირებულებათა სისტემის შექმნა და სიტყვასიტყვით მშენებლობა. სოციალური ელიტარულობის მოპოვება. პედაგოგიური მოღვაწეობის დაწყება. გამოცდების წარმატებით ჩაბარება.
როგორ დავამუშაოთ სატურნი ამ სფეროში: შეწყვიტეთ საზოგადოებრივად მიღებული შაბლონური იდეებითა და პარამეტრებით ცხოვრება და აზროვნება. გამოიმუშავეთ საკუთარი ხედვა ცხოვრებაზე. სერიოზულად დაკავდით სულიერი და რელიგიური საკითხებით. თუ გეგმავთ საზღვარგარეთ გამგზავრებას, მაშინ დიდხანს და უცხოურ მენტალიტეტში ღრმა ჩაძირვით.
♍ ქალწული
თქვენთან სატურნის ტრანზიტი გადის მე-8 სახლში. ეს არის სხვისი ფინანსების სფერო.
სატურნი მერვე სახლში მხარს უჭერს გონივრულ ინვესტირებას, დაბანდებებს უძრავ ქონებასა და სხვა სერიოზულ პროექტებში. მთლიანობაში, ტრანზიტი ხელსაყრელია მოგებისა და ფულადი ჯილდოების მისაღებად, მაგრამ სწრაფ შედეგებს ნუ ელოდებით. მოერიდეთ რისკს და დაუფიქრებელ ქმედებებს, ეჭვის შემთხვევაში რჩევისთვის მიმართეთ სპეციალისტებსა და უფროს დამრიგებლებს.
უარყოფით მხარეს: მძიმე ფინანსური ვალდებულებები და ვალები. ცხოვრებაში დგება ერთი დიდი, პერმანენტული კრიზისი.
დადებით მხარეს: თქვენი ფინანსური პირობები შეიძლება გაუმჯობესდეს სხვა ადამიანებთან ურთიერთქმედების წყალობით. სხვა ადამიანები დებენ ფულს თქვენს პროექტებში. ნებისმიერ რთულ და კრიზისულ სიტუაციაში გამოდიხართ მინიმალური დანაკარგებით.
როგორ დავამუშაოთ: ამ პერიოდში არ ისესხოთ ფული, არ აიღოთ ვალები, კრედიტები. გამონაკლისი: მხოლოდ ფული უძრავი ქონებისთვის ან საკუთარი პროექტებისთვის (ისინიც საჭიროებს თქვენი რუკის დამატებითი მითითებების ნახვას). არ გარისკოთ. ამ დროს ისწავლეთ წინასწარ აზროვნება, მკაფიოდ დაგეგმვა და დათვლა.
♎ სასწორი
თქვენთან სატურნის ტრანზიტი გადის მე-7 სახლში. ეს არის როგორც პირადი, ისე საქმიანი პარტნიორობის სექტორი. დამუშავებული სატურნი ხელს უწყობს სხვადასხვა სახის ურთიერთობების განმტკიცებას: მეუღლეობრივი, ნათესაური, საქმიანი, მეგობრული და ა.შ. მაგრამ აზრი აქვს კავშირების გამყარებაზე მუშაობას მხოლოდ იმ ადამიანებთან, რომლებიც იწონებენ თქვენს მიზნებს და ხელს უწყობენ პროგრესს. თუ წყვილში არსებობს მნიშვნელოვანი სირთულეები, თქვენი ურთიერთობა შეიძლება დასრულდეს. სიყვარული, რომელიც დაიწყო სატურნის მეშვიდე სახლში ტრანზიტისას, შეიძლება მოკლებული იყოს რომანტიკას, თუმცა აქვს თვისება, დროთა განმავლობაში განმტკიცდეს.
უარყოფით მხარეს: არსებობს სერიოზული პრობლემები ქმართან/ცოლთან ურთიერთობაში. დაშორება, გაუგებრობა. მარტოობა, გარშემომყოფები არ გიღებენ. „მარტოხელის ბრბოში“ ეფექტი. ხვდებით სირცხვილის ან უხერხულ სიტუაციებში.
დადებით მხარეს: ოფიციალური ქორწინება, ურთიერთობების განმტკიცება (ხშირად საერთო სირთულეებისა და ამოცანების მეშვეობით). ჩნდება საჭირო კავშირები, გავლენიანი ადამიანები. მყარდება თქვენი სოციალური ავტორიტეტი და სტატუსი.
როგორ დავამუშაოთ სატურნი: შეწყვიტეთ ყოველგვარი ურთიერთობა თქვენთვის არასაჭირო ადამიანებთან. დაამყარეთ იდეალური წესრიგი თქვენი ურთიერთობის სფეროში. თუ გაქვთ წყენა, უთქმელობა თქვენს პარტნიორთან, ქმართან/ცოლთან, მაშინ სწორედ დროა დასვათ ყველა წერტილი. ისწავლეთ კავშირების დამყარება და ადამიანებთან კონტაქტის აწყობა.
♏ მორიელი
თქვენთან სატურნი გადის მე-6 სახლში.
სატურნი მეექვსე სახლში (ყოველდღიური რუტინული სამუშაოსა და ჯანმრთელობის სახლში) გიჩვენებთ სწორ გზას, რომელსაც საბოლოოდ კეთილდღეობამდე მიჰყავხართ. თუ პლანეტარული ზეგავლენა ხელსაყრელია, ეს დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაიღებთ დიდ ძალისხმევას და გამოავლენთ შეუპოვრობას. შესაძლებელია სამსახურებრივი დაწინაურება, თუმცა მოგიწევთ დალოდება. გახსოვდეთ, რომ კარგი რაღაცები ერთბაშად არ ხდება. არ ჩააგდოთ რისკის ქვეშ თქვენი ჯანმრთელობა, შეინარჩუნეთ ბალანსი სამუშაოსა და დასვენებას შორის.
უარყოფით მხარეს: მძიმე და ქრონიკული დაავადებები, ჯანმრთელობის სერიოზული გაუარესება. ჩნდება ძალიან ბევრი მოვალეობა, რომელიც გაცლით მთელ ძალას. დათხოვნა და სამუშაოს დაკარგვა, მოტყუება თქვენი დამხმარეების ან კოლეგების მხრიდან, შინაური ცხოველის დაკარგვა.
დადებით მხარეს: ჯანმრთელობის განმტკიცება, დაავადებებისგან გათავისუფლება. შემცირებების დროს არ გაგათავისუფლებენ, არამედ დაგაწინაურებენ კიდეც. ან იპოვით უკეთეს სამუშაო ადგილს (თუ აქტუალურია) და დამხმარეებს სახლში, ან გამოგიჩნდებათ ახალი შინაური ცხოველი.
როგორ დავამუშაოთ: სერიოზულად დაკავდით თქვენი ჯანმრთელობის პროფილაქტიკით. პასუხისმგებლობით მიუდექით თქვენს ვალდებულებებს. შეიტანეთ განრიგი და წესრიგი თქვენს ცხოვრებაში. გადახედეთ თქვენს რეჟიმსა და კვების რაციონს, დაკავდით ჯანმრთელობის პროფილაქტიკით და დაიწყეთ ცხოვრების ჯანსაღი წესის მიყოლა. სწორი კვება და დასვენება - ჯანმრთელობისა და კარიერული წარმატების საწინდარია.
♐მშვილდოსანი
თქვენთან რეტროგრადული სატურნის ტრანზიტი გაივლის მე-5 სახლში. ეს არის სიყვარულის, შემოქმედების, სიამოვნების, ჰობისა და შვილების სახლი. ამ სფეროში გავლისას, სატურნი მოგიწოდებთ იყოთ პასუხისმგებლიანი ამ სახლის ყველა საქმეში. რომანები, რომლებიც ამ პერიოდში დაიწყო, ნელა განვითარდება, თუმცა არის მაღალი შანსი, რომ მათ წარმატებულ ქორწინებამდე მიგიყვანონ. მოერიდეთ ინტრიგებსა და გაელვებით სიყვარულის გატაცებებს, რადგან არის ალბათობა დაზარალდეთ თქვენი ქარაფშუტობის გამო (მათ შორის, მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგები და რეპუტაციის შელახვა). მოერიდეთ გადაჭარბებულ ხარჯებს ფუფუნებაზე და შთაბეჭდილების მოხდენის მცდელობებს. დაკავდით თქვენი შვილების აღზრდითა და განათლებით, დაიწყეთ მათთან მეტი დროის გატარება.
უარყოფით მხარეს: შესაძლებელია ცხოვრებით სიხარულისა და სიამოვნების ნაკლებობა. შეგრძნება, რომ დაიწყო ძალიან სერიოზული და მძიმე პერიოდი ცხოვრებაში, მაგრამ რაში მდგომარეობს ეს სერიოზულობა — ვერ იგებთ. ხშირად ამ დროს ადამიანი წყვეტს თავისი გატაცებებითა და ჰობით დაკავებას. დაორსულების სირთულე.
დადებით მხარეს: როდესაც ადამიანი თავის ჰობის აქცევს დამატებით პროფესიად ან ბიზნესად. ადამიანი სამსახურში იღებს სიამოვნებას. შვილების დაბადება — ხშირად ნანატრი მოვლენა. საკუთარი მეორე ნახევრის შეხვედრა.
როგორ დავამუშაოთ სატურნი ამ სფეროში: ყველა თქვენი გატაცება და ჰობი დაიწყეთ დამატებით პროფესიად ქცევად. გაიხსენეთ, ვინ გინდოდათ გამხდარიყავით ბავშვობაში, რისი გაკეთება გინდოდათ? ორსულობის საკითხებს მიუდექით სერიოზულად.
♑ თხის რქა
თქვენთან სატურნის ტრანზიტი გადის მე-4 სახლში. ეს არის თქვენი სახლი, თქვენი ოჯახი და თქვენი ფესვები. ამ ტრანზიტის დროს, ბევრი თქვენგანი დახარჯავს ფულს რემონტზე, მოწყობაზე ან საცხოვრებლის ყიდვა/ქირაობაზე, განახორციელებს ინვესტიციებს უძრავ ქონებასა და მშენებლობაში. ახლობლები და ოჯახის წევრები შეიძლება გახდნენ საყრდენი თქვენს ყველა პროფესიულ წამოწყებაში. მიუხედავად ამისა, ჯობია შორს დაიჭიროთ თავი სადავო საოჯახო საკითხებისგან, თორემ აირილებით კონფლიქტებში. არ არის გამორიცხული უთანხმოება ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან, ამიტომ უნდა იყოთ ფრთხილად და არ მისცეთ თავს უფლება მათ მისამართით მკვეთრი გამონათქვამები გააკეთოთ. ნუ მისცემთ მათ დაპირებებს, რომელთა შესრულებაც არ შეგიძლიათ. რეტროგრადულ მოძრაობაში სატურნი მიგითითებთ, რა არის საჭირო დახვეწოთ და შეცვალოთ ამ სფეროში გაუმჯობესებისთვის.
უარყოფით მხარეს: ეს შეიძლება იყოს სიცივე და გაუცხოება ოჯახში. გაუგებრობა. სახლი თითქოს გაწვებათ, რამდენიც არ უნდა დაალაგოთ, არეულობა, თითქოს ჯადოქრობით, კვლავ ბრუნდება.
დადებით მხარეს: საკუთარი უძრავი ქონების მოპოვება. ოჯახში უყვარხართ და აფასებენ თქვენს შრომას. საკუთარი სახლის მშენებლობა ან ყიდვა, საკუთარი ოჯახის შექმნა, ოჯახის გაფართოება, შვილების ან შვილიშვილების დაბადება.
როგორ დავამუშაოთ სატურნი ამ სფეროში: სახლი შეინარჩუნეთ სისუფთავეში. გადაყარეთ მთელი ხლამი, ყველა ძველი და არასაჭირო ნივთი. საყოფაცხოვრებო დონეზე დაკავდით რემონტით, თქვენი საცხოვრებლის მოწყობით, რაც გაფუჭებულია — შეაკეთეთ. ასევე ამ ტრანზიტის დროს ჩამოკიდეთ სახლში საათი — როგორც სატურნის სიმბოლო.
♒ მერწყული
თქვენთან რეტროგრადული სატურნის ტრანზიტი გაივლის მე-3 სახლში. ცხოვრების ეს სფერო პასუხისმგებელია კომუნიკაციებზე, მოკლე მგზავრობებზე, სწავლაზე, სატრანსპორტო საშუალებებსა და და-ძმებთან ურთიერთობაზე. ტრანზიტი ხელს უწყობს მოღვაწეობას ამ სფეროებში. თქვენი მსჯელობები ხდება უფრო მწიფე, ხოლო ანალიტიკური უნარები იზრდება. ამის წყალობით შეძლებთ მიიღოთ უფრო სწორი გადაწყვეტილებები, ასევე მიაღწიოთ წარმატებას სწავლაში. გაგიჩნდებათ უამრავი შესაძლებლობა ბიზნესის გაფართოების ან სოციალური სტატუსის განმტკიცებისთვის. და-ძმების ან თანაკლასელების დახმარება დაგეხმარებათ დაბრკოლებების გადალახვასა და წარმატებისკენ გზის გაკაფვაში.
უარყოფით მხარეს: მოსალოდნელია დამანგრეველი ჭორები, ხმები, ჩხუბი ახლო წრესთან. ინფორმაციული ქაოსი. ურთიერთობების გაუარესება ნათესავებთან ან მეზობლებთან. მძიმე პერიოდი სწავლისთვის.
დადებით მხარეს: ტრანზიტმა შეიძლება მოგცეთ არასაჭირო ინფორმაციისა და არასაჭირო ადამიანების ჩამოშორება ახლო წრიდან, მნიშვნელოვანი სწავლის დაწყება ან გაგრძელება. ნათესავებთან ან მეზობლებთან ურთიერთობაში ტრანზიტის დროს ჩნდება დისტანცია, მაგრამ მას არ მოაქვს ზიანი.
როგორ დავამუშაოთ სატურნი ამ სფეროში: ამოიღეთ მთელი არასაჭირო ინფორმაცია თქვენი ცხოვრებიდან. შეწყვიტეთ ახალი ამბების მოსმენა, გაზეთების კითხვა. ისწავლეთ მხოლოდ ის, რაც გჭირდებათ. ასევე, ტრანზიტის მოქმედების დროს ჯობია მოერიდოთ ფუჭ ან ზედაპირულ ურთიერთობას.
♓ თევზები
თქვენთან რეტროგრადული სატურნი გაივლის მე-2 სახლში. ეს არის ფულის, თქვენი ფინანსების სახლი. შეიძლება იგრძნოთ უნდობლობა საკუთარი თავის მიმართ, მაგრამ ამ პლანეტის ენერგია მოგცემთ ძალას, გადაჭრათ პრობლემები და გამოხვიდეთ გამარჯვებული. თუ გსურთ ახალი იდეის რეალიზება, ნუ გადადებთ დიდხანს. შესაძლოა მოგიწიოთ რთული ფაზის გავლით სიარული ან მოხდეს გარკვეული შეფერხებები ფულის შემოსვლაში. იყავით მოთმინებით აღჭურვილი და მოიმკით იმას, რაც დათესეთ. მშობლების ან ნათესავების მხარდაჭერა დაგეხმარებათ დაბრკოლებების გადალახვაში.
უარყოფით მხარეს (დაუმუშავებელი სატურნი): ფინანსური პრობლემები და სირთულეები. ფულის მწვავე ნაკლებობა. შავი ზოლი. სამუშაოს არ მოაქვს მოსალოდნელი შემოსავალი, გიწევთ ბევრ რამეში თავის შეკავება, შეზღუდვა, ეკონომია.
დადებით მხარეს: თქვენი ფულადი შედეგების განმტკიცება. ფული მოდის უძრავი ქონებიდან ან მშენებლობიდან. პერსპექტივების გამოჩენა, ბევრი სამუშაო.
როგორ დავამუშაოთ: შეიტანეთ წესრიგი თქვენს ფინანსებში. დაიწყეთ ყველა ხარჯისა და შემოსავლის აღრიცხვა, გადადეთ ფულის ნაწილი ამ სახლში სატურნის ყოფნისას. სანამ ფულს დახარჯავთ, რამდენჯერმე ყველაფერი აწონ-დაწონეთ. და რაც ყველაზე მთავარია — დაისახეთ ფინანსური მიზნები, მაგრამ მხოლოდ რეალური. „ხვალიდან მილიონი მინდა“, როცა ხელფასი 30 ათასია — სატურნის შემთხვევაში არ გაჭრის. როგორც კი მიზანი მიიღწევა, დაისახეთ ახალი.