Digest Logo

🎥 „მოდის ძალიან დიდი ენერგია სამყაროდან დედამიწაზე, ამიტომ...“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

1785134936
მიხეილ ცაგარელი

დედამიწა ჯერ კიდევ პოზიტიურ ენერგოველშია ამ კვირის განმავლობაში, რაც კარგია, იმიტომ, რომ ეს ხელს უწყობს მოლაპარაკებებს, ახალი საქმის დაწყებას, ურთიერთგაგებას, ჯანმრთელობის მეტ-ნაკლებად სტაბილურობას და სხვა სასიკეთო ტენდენციებს, მაგრამ საყურადღებო იქნება 29 რიცხვი. ეს არის ოთხშაბათი დღე, 29 ივლისს ჩვენ გვაქვს სავსემთვარეობა მერწყულის და ლომის ზოდიაქურ ღერძზე.

მოდის ძალიან დიდი ენერგია სამყაროდან დედამიწაზე და ბევრი ადამიანი ამ ენერგიას აღიქვამს იმით, რომ გადაჰყავს აგრესიაში, ზედმეტი იმპულსურობა აქვს, ზედმეტი ემოცია, ამიტომ ეს ხშირად ქმნის კონფლიქტებს, ქმნის ტრავმულ ტენდენციებს, ცდუნებებს, შეცდომებს და ასე შემდეგ.

კვირის დანარჩენი დღეები კარგია. 

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ასტროლოგიურ პროგნოზს: 

ვერძი - უდავოდ კარგი კვირაა იმიტომ, რომ ენერგოტონოსი მაღალია, ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება. ვერძი უფრო აქტიურია, ენერგიული, ინიციატივიანი და დახმარებას ადვილად იღებს მეგობრებისგან, კოლეგებისგან. ძალიან კარგი პერიოდია შვილებთან ურთიერთობისათვის, სასიყვარულო კონტაქტებისთვის, რომანტიკული თავგადასავლებისთვის. 

კურო - ეს ის პერიოდია, რომლის მსვლელობისას ჯერ კიდევ ენერგოტონუსი ინარჩუნებს გარკვეულ სტაბილურობას, მაგრამ მიდის კლებისკენ, ამიტომ ნელ-ნელა იგრძნობთ უკვე კვირის მეორე ნახევარში განსაკუთრებით, რომ ადვილად იღლებით, შრომის უნარიანობა უკვე არ არის ისეთი როგორიც იყო აქამდე, თუმცა ჯერ კიდევ რაღაც სასიამოვნო ცვლილებები შეიძლება მოხდეს თქვენს სახლში, თქვენს ოჯახში. 

ტყუპები - ენერგოტონუსი თქვენი უმჯობესდება, ამიტომ შეგიძლიათ ზოგიერთი საინტერესო იდეის რეალიზაცია, იმიტომ, რომ უფრო აქტიური ხდებით, ენერგიული, შრომის უნარიანობას თანდათან მატულობს, თუმცა ჯერ კიდევ კრიტიკოსები და მოშურნეები იმუშავებენ თქვენს საწინააღმდეგოდ, რაც ცოტა შეაფერხებს თქვენს საქმიანობას. 

კირჩხიბი - საკმაოდ კარგი პერიოდია, ენერგოტონუსი ნელ-ნელა მცირდება, მაგრამ ის ჯერ გაძლევთ საშუალებას, იაქტიუროთ, კომუნიკაცია გამოავლინო და საქმიანი შესაძლებლობებიც წარმოაჩინო წინა პლანზე, არაერთ სიტუაციაში იქნებით საკმაოდ იღბლიანი. არ დაარღვიოთ კანონი იმიტომ, რომ ზოგჯერ კანონის დარღვევის შეიძლება ტენდენციამ იჩინოს თავი.

ლომი - გაცილებით უკეთესია ეს პერიოდი წინა პერიოდისგან განსხვავებით, მზე თქვენს ზოდიაქოშია. მთავარი ფავორიტი ხართ. ხდებით უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, გემატებათ ჯანი, შრომისუნარიანობა, ნებისყოფა, უშიშარი მებრძოლი სულისკვეთება, მაგრამ ამავდროულად გარკვეულმა სირთულეებმა შეიძლება ჯერ კიდევ იჩინონ თავი პარტნიორულ ურთიერთობაში, როგორც საქმიან, ისე, სასიყვარულო ურთიერთობებში.

ქალწული - ენერგოტონუსი მცირდება. თქვენ შედიხართ ალბათ ყველაზე რთულ პერიოდში, რომელსაც ჰქვია დაბადების წინა პერიოდი. ადვილად შეიძლება უკვე გაცივდეთ, გადაიღალოთ, შრომის უნარიანობა კლებულობს, ამიტომ შეიძლება, ადვილად გადაიღალოთ და ასე შემდგომ.

სასწორი - თავისუფლად, კომფორტულად გრძნობთ ამ პერიოდში თავს, ეს ის პერიოდი, როდესაც ენერგოტონუსი მატულობს. სიტუაცია უმჯობესდება, სულიერი ფასეულობები წამოიწევს წინა პლანზე, გაუმჯობესდება ურთიერთობა პარტნიორებთან, ძალიან კარგი პერიოდია პარტნიორული თანამშრომლობისათვის კოლექტიური ძალისხმევისათვის. 

მორიელი - ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მდგრადია, თუმცა ნელ-ნელა კლებისკენ მიდის, ამიტომ ძალიან ნუ გადაიღლებით, დაიღალეთ, მაგრამ ნუ გადაიღლებით. მეტი შესაძლებლობები გექნებათ კარიერული განვითარებისათვის, შეიძლება თქვენი სტატუსი გააუმჯობესოთ და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ახალი საინტერესო საქმე დაიწყოთ ან ახალი სამსახურის იპოვოთ. 

მშვილდოსანი - ენერგოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობა უმჯობესდება, ხდებით აქტიური, ენერგიული, განწყობა უმჯობესდება, თავს იგრძნობთ თავისუფლად. კარგი პერიოდია მგზავრობისთვის, მოგზაურობისთვის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისთვის. შეიძლება ახალი მეგობრული წრე შეიქმნას, ახალი შთაბეჭდილებები მიიღოთ, მათ შორის უცხოეთში მოგზაურობის კუთხითაც კი, გაუმჯობესდება თქვენი ფინანსური მდგომარეობა. 

თხის რქა - ენერგოტონუსი ნელ-ნელა მცირდება, ამიტომ შეამცირეთ თქვენი აქტივობა, თუმცა შესაძლებლობები უდავოდ ჯერ კიდევ გაქვთ. სიფრთხილე გმართებთ მაინც ნებისმიერი მოქმედების დროს, თუმცა გარკვეული გადაწყვეტილებები თქვენი იქნება სწორი. კარგი პერიოდია უძრავი ქონების შესაძენად და სახლში სარემონტო სამუშაოების წარმოებისათვის.

მერწყული - საკმაოდ მშვიდი და ნაყოფიერი პერიოდია. თვითრწმენა მატულობს, ენერგია გემატებათ, უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, გონება მახვილი ხდებით. აქ უფრო ადვილია მოლაპარაკებების წარმოება. საკამათო სიტუაციებსაც ადვილად განმუხტავთ. ეს პერიოდი ხელს უწყობს როგორც ქორწინებას, ასევე კარგ პარტნიორულ თანამშრომლობას.

თევზები - ჯერ კიდევ გრძელდება პოზიტიური შესაძლებლობები. თქვენ ადვილად ჩაერთვებით რაღაც საქველმოქმედო აქციებში. პერიოდი ხელს უწყობს უკვე გარკვეულ დალაგებას, თქვენი აზრები, თქვენი ურთიერთობები, თქვენი საქმეები და ასე შემდეგ. მთლიანობაში ცუდი პერიოდი არ გაქვთ. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„იგრძენი, რა სივრცეა საქართველო, უამისოდ ვერ შეიცნობ ვინ არის ქართველი“ - რას წერს გია მურღულია

როგორია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულების მდგომარეობა - დეტალები

„განსაზღვრავს კაცობრიობის განვითარების მიმართულებას...“ - რას მოგვიტანს მთვარის კარმული კვანძის შეცვლა