Digest Logo

„დიდი შესაძლებლობებისა და ფინანსური სიუხვის დღეა!“ - თაკო მელიქიშვილი 18 ნოემბრის ენერგიებზე

1794978854
 თაკო მელიქიშვილი

18 ნოემბერი ფულის ცხრიანისა და სურვილების ასრულების დღე.

ჩემო ძვირფასებო, დღეს წარმატების, დიდი შესაძლებლობებისა და ფინანსური სიუხვის დღეა!

დღის ენერგიები: 9 • 3 • 3

დღეს არავითარ შემთხვევაში არ აუწიოთ ხმას, არ იკამათოთ და ადამიანებს მბრძანებლური ტონით ნუ ესაუბრებით.

მესამე მისიის გავლენით, შეიძლება მოგინდეთ ყველასთვის მითითებების მიცემა, იმის თქმა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, და საკუთარი სიმართლის დამტკიცება. თუმცა დღეს წარმატებას ადამიანებთან კარგი დამოკიდებულება, სიმშვიდე და სწორი კომუნიკაცია მოგიტანთ.

ფულის ცხრიანის დღეს არ დაგავიწყდეთ, არადომინანტურ ხელზე ცხრა სწორი კუთხისგან შემდგარი ცხრიანის დახატვა.

ხატვისას გაიმეორეთ: „ფული მარტივად, ძლიერი და უწყვეტი ნაკადით, სხვადასხვა წყაროდან შემოდის ჩემს ცხოვრებაში“. ჩაიფიქრეთ ფინანსური წარმატება, სიმდიდრე და სიუხვე!

დღეს აუცილებლად ისწავლეთ რაიმე ახალი. მოუსმინეთ სასარგებლო პოდკასტს, წაიკითხეთ წიგნი, დაიწყეთ ახალი თემის შესწავლა ან შეიძინეთ ის კურსი, რომელსაც დიდი ხანია გეგმავთ.

მერკურის დღე მოძრაობას მოითხოვს! იარეთ ახალი გზებით, აირჩიეთ უჩვეულო მარშრუტები, მოინახულეთ ახალი ადგილები და ეცადეთ, მეტი ნაბიჯი გადადგათ.

დღე სწრაფად, აქტიურად და მხიარულად ჩაივლის, ისე რომ ვერც კი შეამჩნევთ, როგორ მოვა საღამო.

ამასთან, შესაძლოა გაჩნდეს კარგი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. ამიტომ ნუ იზარმაცებთ, გამოეწყვეთ ლამაზად, იყავით აქტიურები და საინტერესო შეთავაზებებზე უარს ნუ იტყვით.

რეალიზაციაში სამიანის ენერგია დაგეხმარებათ, ადამიანების მეშვეობით საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდეთ, მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმდეთ და სასურველ შედეგს მიაღწიოთ.

აუცილებლად დაურეკეთ ახლობლებს ან თუნდაც შეტყობინება გაუგზავნეთ და უთხარით, როგორ ძალიან გიყვართ. დღეს თბილი ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთანაც მოგიტანთ წარმატებას.

და რაც მთავარია - არ დაგავიწყდეთ, ირწმუნოთ სასწაულების! დღეს თქვენმა ფიქრებმა, სურვილებმა და სწორად გადადგმულმა ნაბიჯებმა შესაძლოა, საოცარ შედეგამდე მიგიყვანოთ.

იყავით ყველაზე ბედნიერები, საყვარლები და მდიდრები!

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ლელა თათარაიძის ჰიტი და კახა გრიგალაშვილის „ოქროს ღილაკი“ - 15 წლის ანასტასია კორნინენკოს ტრიუმფი „ნიჭიერში“

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

✕