მეგაპროექტ „ნიჭიერის“ სცენაზე 15 წლის თელაველმა ანასტასია კორნინენკომ მსმენელი და ჟიური აღაფრთოვანა. როგორც ახალგაზრდამ აღნიშნა, იგი ცნობილი მუსიკოსის, ვასო კორნინენკოს შვილია და სცენაზე ლელა თათარაიძის გამორჩეული სიმღერა „გაგნისა გორსა“ შეასრულა.
ანასტასიას ემოციურმა და ძლიერმა ვოკალურმა მონაცემებმა ჟიურის წევრის, კახა გრიგალაშვილის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, რის გამოც მან ახალგაზრდა მომღერალი უმალვე „ოქროს ღილაკით“ დააჯილდოვა.
„ანასტასია კორნინეკო ვარ 15 წლის თელავიდან. შევასრულებ ლელა თათარაიძის სიმღერას „გაგნისა გორსა“. ვასო კორნინენკოს შვილი ვარ“, - აღნიშნა ანასტასია კორნინენკომ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: