17 ივლისი დღე, როცა ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი თავის სიყვარულია!
დღის ენერგიები: 8 • 7 • 6.
დღევანდელი დღე სავსეა თავდაჯერებულობის, სილამაზის, შინაგანი ძალისა და მაგნეტიზმის ენერგიით. დილა დაიწყეთ ამ სიტყვებით:
„მე ჩემი საუკეთესო ვერსია ვარ. ვიზიდავ ბედნიერებას, სიყვარულს, წარმატებას და ფინანსურ კეთილდღეობას.“
დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საკუთარ თავს მოსწონდეთ. ჩაიცვით ის, რაც ყველაზე მეტად გიხდებათ, მოიწესრიგეთ თავი, გაიკეთეთ ვარცხნილობა ან მაკიაჟი, ან უბრალოდ დაუთმეთ დრო საკუთარ თავზე ზრუნვას. თქვენი შინაგანი მდგომარეობა დღეს ყველაზე ძლიერი მაგნიტია სასიამოვნო მოვლენებისთვის.
დილიდანვე შექმენით კარგი განწყობა. ჩართეთ საყვარელი მუსიკა, მოიმზადეთ ყავა ან ჩაი და უთხარით:
„ეს სასმელი მავსებს ენერგიით, სიხარულით, წარმატებითა და ფინანსური სიუხვით.“
ახალმთვარეობის შემდეგ დადებით განზრახვებს განსაკუთრებული ძალა აქვს, ამიტომ ეცადეთ, მთელი დღე კარგი ფიქრებითა და ემოციებით გაატაროთ.
დღეს კარგი დროა მარილის განახლებისთვის და თქვით
„მარილს ვანახლებდა ჩემს ცხოვრებაში მარტივად ვიზიდავ სიყვარულს, ბედნიერებას, ფინანსურ სიუხვესა და კეთილდღეობას.“
დღის ენერგია აძლიერებს სიყვარულს, სინაზესა და სიახლოვის სურვილს. თუ ურთიერთობაში ხართ, მეტი დრო დაუთმეთ ერთმანეთს, გამოხატეთ ყურადღება, სითბო და ზრუნვა. თუ ჯერ მარტო ხართ, გაანებივრეთ საკუთარი თავი გაიკეთეთ მასაჟი, ეწვიეთ სპას ან უბრალოდ დაისვენეთ ისე, რომ შინაგანი ენერგია აღიდგინოთ.
ყურადღება მიაქციეთ თქვენს განწყობას. დღეს ის შესაძლოა სწრაფად შეიცვალოს და გაღიზიანების სურვილიც გაგიჩნდეთ. ნუ აჰყვებით ამ ემოციას. უმჯობესია, მოუსმინოთ მუსიკას, გაისეირნოთ, დაკავდეთ შემოქმედებით ან გააკეთოთ ის, რაც სიხარულს განიჭებთ.
დაე, ამ დღემ მოგიტანოთ თავდაჯერებულობა, ბედნიერი შეხვედრები, სიყვარული, შთაგონება და ახალი შესაძლებლობები. გიყვარდეთ საკუთარი თავი, რადგან სწორედ აქედან იწყება ბედნიერი და ჰარმონიული ცხოვრება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემი მეუღლისთვის ეს დიდი სიურპრიზი იყო…“ – რა სიახლეა ნუცა ბუზალაძის ცხოვრებაში
⭕რისი გაკეთება არ შეიძლება საკუთარ დაბადების დღეს? - 5 ტაბუ ეზოტერიკოსებისგან