„აგვისტო ეკუთვნის ლომს. მზე უკვე ლომის ზოდიაქოს ნიშანშია, ის არის სიყვარულის სიმბოლო.
ლომის ზოდიაქოში გადავიდა პლანეტა იუპიტერი. ლომი არის თეატრი, სპექტაკლი, შოუ. ყველა ღონისძიება იქნება შოუს სტილში, მათ შორის სიყვარულის ახსნა. ამ მომენტით ავანტიურისტები ისარგებლებენ.
შეყვარების მომენტი მარტივად მოდის, რის გამოც გულის აცრუება იქნება.
12 და 28 რიცხვში გვაქვს რთული და მძიმე ტენდენციები, რადგან გვაქვს დაბნელება. კოსმოსური გამოცდაა წყვილებისთვის. ამ პერიოდში ზოგიერთი დაშორდება, ზოგიერთი პირიქით“, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს:
ვერძი - ყველაზე მოსიყვარულე იქნება ამ პერიოდში, კარგი პერიოდი აქვს ქორწინებისთვის, ხელის თხოვნისთვის და ახალი, რომანტიკული ურთიერთობებისთვის.
კურო - აგვისტოს 1-2 კვირა უნდა დაისვენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიღლებით, გაჯიუტდეთ და ამის შედეგად გააფუჭოთ პირადი ურთიერთობები. შემდეგი ორი კვირა უკეთესია, დამშვიდდებით და შეგიძლიათ ოჯახის წევრებთან მოაგვაროთ პრობლემები.
ტყუპები - სიყვარულისთვის, ქორწინებისთვის კარგი დროა. კარგი ურთიერთობა გექნებათ პარტნიორებთან, შესაძლოა საქმიანი ურთიერთობით დაიწყოთ და გადავიდეს სასიყვარულოში.
კირჩხიბი - პირველი 2 კვირა დაისვენეთ, შემდეგი ორი კვირა გექნებათ უკეთესი, სწორ არჩევანს გააკეთებთ ინტუიციაზე დაყრდნობით.
ლომი - მზე და იუპიტერი თქვენშია, ამის გამო მთავარი ნიშანი ხართ, მოხვდებით ყურადღების ცენტრში. პირადი ურთიერთობებისთვის საუკეთესო პერიოდია, მაგრამ ნუ იქნებით ამპარტავნები.
ქალწული - აი, ვინ არის რისკჯგუფში. დაბადების წინა პერიოდი გაქვთ. იმუნიტეტი ეცემა და ხასიათიც იცვლება. მთავარია ურთიერთობებში არ შეიტანოთ დისბალანსი.
სასწორი - აი, კიდევ ერთი ნიშანი, ვისაც საოცარი სასიყვარულო კონტაქტები ჩამოუყალიბდება. ვენერა გადის თქვენს ნიშანს და გეძლევათ შანსები იპოვოთ სასიყვარულო პარტნიორები.
მორიელი - ნერვული სისტემა გისუსტდებათ. ერთ-ერთი სექსუალური ნიშანია და 15 აგვისტოდან ეს იქნება გამაბრუებელი სხვებისთვის. გირჩევთ, ენას კბილი დააჭიროთ.
მშვილდოსანი - რეფორმების დრო გაქვთ, სიახლეების. ნუ იქნებით პარტნიორთან ჩვეულებრივი. შარმიანი და მიმზიდველი იქნებით აგვისტოში. ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი დაგეწყებათ. კარგია მგზავრობა-მოგზაურობა.
თხის რქა - გირჩევთ, პირადი ურთიერთობების შესახებ არსად ისაუბროთ. ნუ იხმაურებთ, როცა გაფორმებისკენ წავა საქმე, მერე ისაუბრეთ. მეორე ნახევარი აგვისტოსი უკეთესი გექნებათ და იაქტიურეთ.
მერწყული - აგვისტო დაგეხმარებათ გადაწყვეტილებების მიღებაში, ხართ თავისუფლების მოყვარული და გიჭირთ ამის დათმობა, ახლა მიხვდებით, არის თუ არა ურთიერთობაში ნდობა და ადვილად სთხოვთ ხელს პარტნიორს. იგრძნობთ, რომ მოვიდა სიყვარული.
თევზები - ბევრი რამ დაგილაგდებათ, მათ შორის ურთიერთობები. შეიძლება შეცდომები გაიაზროთ და პატიება ითხოვოთ. საკურორტო რომანი თქვენზე მოქმედებს, რადგან თქვენ განსაკუთრებით გიყვართ ზღვა. შოუ, სპექტაკლი შეგიძლიათ დადგათ, არნახული რომანტიზმი გაქვთ.
ასევე დაგაინტერესებთ: