Digest Logo

„გააგრძელეთ გამოქვაბულებში უმი ხორცის ჭამა, პედოფილია, ძალადობა სიყვარულის და ღმერთის სახელით...“ - რას წერს ლევან შელეგია

1786637520
ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა მითის შესახებ უზიარებს ინფორმაციას.

გთავაზობთ მის მორიგ პოსტს:

„ქალი თუ არ არის „გათხოვილი” ან ნამშობიარები, ის არ არის გათხოვილზე და შვილიანზე ნაკლები.
„გასათხოვარი”
„დასაოჯახებელი”
„განათხოვარი”
„გამოთხოვილი"

როგორი პატივისცემისგან დაცლილი, უხეში, ველური ლექსიკალური წარმონაქმნებია, ვითომ უბრალო ნივთებზე ვსაუბრობდეთ და არა სულიერ არსებებზე.

ადამიანის ღირებულება და ღირსება არსებობს აპრიორი და არანაირად არ არის განპირობებული საჯარო რეესტრში ჩანაწერით თუ შვილების რაოდენობით.

დაითრგუნა და დაავადდა თაობები ამდენი შხამიანი, ქაჯური ზეწოლით!

პირველ რიგში ისევ ქალების და ოჯახის წევრების თუ „ახლობლების” პირიდან.

რამდენი 15 წლის ბავშვი მოიტაცეს თუ დააქორწინეს. ყველაზე სასტიკი და გულის ამრევი - უკან წამოსვლის სურვილის მქონე მამაც გოგოებს საკუთარივე ოჯახი არ იღებდა უკან.

მე ასეთ მხდალ, პედოფილიის მომხრე არსებებს ცხოვრებაში ხმას აღარ გავცემდი, არამცთუ მშობლებად დავიტოვებდი.

ასეთი ტრავმაგავლილები ათწლეულების მერე მოდიან ჩემთან სხვადასხვა პრობლემებით და ბევრი მათგანი ხელახლა სწავლობს ცხოვრებას, პირველად იწყებს ბედნიერების შეგრძნებას, ნამდვილი იდენტობის პოვნას.
21-ე საუკუნეა საბედნიეროდ, რაც პირველ რიგში სწორი ინფორმაციის და სწორი დასკვნების დროდ შეიძლება მოვიაზროთ.

ვისაც გსურთ, კი ბატონო, გააგრძელეთ გამოქვაბულებში უმი ხორცის ჭამა, პედოფილია, ძალადობა სიყვარულის და ღმერთის სახელით.

ისე, შხამიანი სიტყვები, კომენტარები მხოლოდ შხამიან ორგანიზმში იბადება.

ქაჯური სიტყვები და კომენტარებიც მხოლოდ ქაჯში იღებს სათავეს.

ორივე კატეგორიას ერიდეთ, როგორც ერიდებით შხამიან მორიელს ან ცოფიან ტურას.

ცხოვრება კი იმდენად მოკლეა, რომ უბრალოდ უპატიებელია მისი სხვებზე მორგება, მით უმეტეს შხამიანი ქაჯების შემთხვევაში.

რთულია, ჩამოიშორო მავნე ადამიანები, მაგრამ

გაცილებით რთულია ცხოვრების ბოლოს სინანულის მახრჩობელა ბრაზის ატანა.
გახსნილ გონებას გისურვებთ!“, - წერს ლევან შელეგია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გლობალური ხედვა აღწევს თავის უმაღლეს წერტილს...“ - 13 აგვისტოს პროგნოზი მაიას ტომის კალენდრის მიხედვით

⭕ ავარია ხაშურის მიმდებარედ - არის მსხვერპლი

⭕ რომელ 5 ნიშანს ელის დიდი წარმატება 12 აგვისტოდან და რას ცვლის ეს პერიოდი თითოეული