ხაშურის მიმდებარედ, ცენტრალური ავტობანის მონაკვეთზე ავარია მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია ერთი პირი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „დაიჯესტს“ განუცხადა, ავარია მიკროავტობუსის და მსუბუქი ავტომობილის შეჯახებამ გამოიწვია.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ თერჯოლაში დაკარგულ ქალს ეძებენ
⭕„ურთიერთობებში შესაძლოა იგრძნოთ უხერხულობა“ - 13 აგვისტოს ტაროლოგიური პროგნოზი