![ნინა ორველაშვილი (სუსლოვა) - ნინა ორველაშვილი (სუსლოვა) -](https://digest.ge/uploads/files/2024/12/26/63446/nina-orvelashvili-suslova_w_h.jpeg)
ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა, ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ 14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი საზოგადოებას გააცნო.
როგორც ნინა სუსლოვა ამბობს, დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მარსია, მნიშვნელოვანია ეს ენერგია არ გადავიდეს აგრესიაში.
ვერძი
შესაძლოა გქონდეთ უთანხმოება კოლეგებთან და მნიშვნელოვან ადამიანებთან, ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ პროვოკაციას. ყურადღება მიაქცევთ საკუთარ ჯანმრთელობას.
კურო
ყურადღება მიაქციეთ შემოსავალს და ეცადეთ სწორად დახარჯოთ ფული. ელოდეთ დადებით ცვლილებებს, როგორც ფინანსური, ასევე კარიერული კუთხითაც.
ტყუპები
ეს დღე სავსე იქნება აქტიურობით და ახალი შანსებით, მარტივად შეძლებთ საქმეების მოგვარებას. საღამო უმჯობესია გაატაროთ ოჯახთან ერთად.
კირჩხიბი
ეს დღე ემოციური იქნება, თუმცა გაქვთ საშუალება გამოასწოროთ ურთიერთობები.
ლომი
დღევანდელი დღე სავსეა შანსებით, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ, არ გაუშვათ არც ერთი შანსი.
ქალწული
დღევანდელი დღე კარგია თვითგანვითარებისთვის. იყავით ის ადამიანები ვინც ხართ, ამას აუცილებლად შეამჩნევენ და მოხდება დადებითი ცვლილებები.
სასწორი
მნიშვნელოვანი დღეა, გაიგებთ ახალ ინფორმაციას, რომელიც გამოგადგებათ. არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილება.
მორიელი
დღევანდელი დღე ემოციურია, ეცადეთ ნაკლები ყურადღება მიაქციოთ წვრილმანებს და თუ საჭიროება იქნება პირველი ნაბიჯი თქვენ გადადგათ.
მშვილდოსანი
კარგია დღევანდელი დღეს დაგეგმოთ მოგზაურობა, ასევე გააკეთოთ ის საქმე რომელსაც დიდი ხანი გეგმავდით, დღის მეორე ნახევარი უმჯობესია სიმშვიდეში გაატაროთ.
თხის რქა
დღევანდელი დღე კარგი იქნება იმ შემთხვევაში თუ ყველა დეტალს მიაქცევთ ყურადღებას, დღის მეორე ნახევარში ეცადეთ თავი შეიკავოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისგან.
მერწყული
პოზტიური დღეა, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ იმ იდეებს რაც გაქვთ განახორციელოთ და გადაგათ ნაბიჯები.
თევზები
შესაძლოა გაგიჩნდეთ ახალი იდეები და ჰობი, გადააფასეთ ყველაფერი, შესაძლოა არ მოგწონთ ის გარემო, სადაც მუშაობთ და სადაც ხართ დროა დაიწყოთ ცვლილებები დაიწყეთ მოქმედება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დიდი ტრანსფერი“ - პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი გადაწყდა, ცნობილია კონტრაქტის პირობებიც