ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა.
გია სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად იგი პოსტს აქვეყნებს და შვილიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
„შენ ჩემი შვილის შვილი ხარ. მე მიხარია. 14 იანვარი, ყოველ წელს მაბედნიერებს ეს დღე. დღეს შენ სრულწლოვანი, 18 წლის გახდი. გილოცავ.
შენ აუცილებლად წარმატებული იქნები, ყოველთვის გაგიმართლებს, იმიტომ, რომ ხარ ძალიან დამოუკიდებელი, მიზანდასახული და მიზანსწრაფული.
კიდე იმიტომ გაგიმართლებს, ძალიან რომ გიყვარს შენი ოჯახი და შენი ქვეყანა. ბაბუები როცა მიდიან ამ ქვეყნიდან, ტოვებენ თავის გენს, ცხოვრება გრძელდება და სულ ახალი ციკლი იწყება, შენ რომ ბაბუა გახდები, მერე მიხვდები დღეს მე რაც მაბედნიერებს, ასეთია სიცოცხლისა და ცხოვრების წყობა.
მთელი ცხოვრება სიხარულით და სიყვარულით შეხვდი ყოველ შობას, ახალ წელს, შენ დაბადების დღეს და ყოველი დილის გათენებას. აგისრულდეს ყველა კეთილი სურვილი.
შენი ბაბუა, გიორგი ჯაჯანიძე“, - წერს გია ჯაჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დიდი ტრანსფერი“ - პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი გადაწყდა, ცნობილია კონტრაქტის პირობებიც