დღეს სავსემთვარეობაა ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს აძლევს.
„ჩემო მეგობრებო შეგახსენებთ, რომ 7 მარტს სავსემთვარეობაა…
ნუ გადაიღლებით ფიზიკურად, ემოციურად და სულიერად. მოერიდეთ ნეგატიურ ინფორმაციებს, ასევე
ხალხმრავალ ადგილებში დიდხანს გაჩერებას, რადგან ენერგეტიკული დაბინძურების ალბათობა ძალიან მაღალია.
ორგანიზმში მოჭარბებულმა ენერგიებმა არ მოგატყუოთ და ფიზიკურ ტრავმას მოერიდეთ. ნუ გადაიტვირთავთ მძიმე საკვებით, ალკოჰოლით ორგანიზმს.
ეს დღე ძალიან კარგია მავნე ჩვევებისგან თავის დასანებებლად.
მაგალითად
ასკეზა გააკეთეთ, ჩაუთქვით სურვილი
„მე ამას დავთმობ (რაც გიყვართ მაგალითად ყავას არ დავლევ, ოღონდაც გადავეჩვიო ამ
მავნე ჩვევას.
და აუცილებლად დათქვით დრო პერიოდი 3 თვის ან ამ წლის ბოლომდე. ისე ჯობია აირჩიოთ მოკლე ვადა 1,2,3 თვიანები და მერე გაგრძელებები გააკეთოთ.
ასევე ძალიან კარგია ეს დღე ისეთი სურვილების ჩამოსაწერად, რომელიც დიდი ხანია დროში გაიწელა და ჩქარა დასრულება გნებავთ, რემონტი ან სხვა. ან ისეთი საქმეები გაქვთ წამოწყებული და ვერაფრით დაასრულეთ.
ჩამოწერეთ ფურცელზე გეგმა და შეიყვანეთ ისეთი საქმე, რისი მარტივად, სწრაფად და უმტკივნეულოდ მოცილება მოშორება გინდათ, მაგალითად კბილის ამოღება ( ჯანმრთელობის კალენდარშიც აუცილებლად ჩაიხედეთ) მარტივად ამოიღებთ, რთულად დასალაგებელი ოთახი ან უჯრები, ზედმეტი წონის მოშორება, ვარჯიშის, მასაჟის დაწყება, მოკლედ.
რაც მოსაშორებელი გაქვთ ამ 10 დღის მანძილზე გაცილებით მარტივად გაგიადვილდებათ, ვიდრე მის შემდეგ პერიოდში. ყველა დალოცეთგულით უსურვეთსიყვარული, ჯანმრთელობა, ბედნიერებადა ყველაფერი ის, რასაც თქვენს თავს უსურვებთ.სიკეთე გქონოდეთ“, - წერს მიხეილ ცაგარელი.
🔘 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 51 წლის ქალს დეიდა რაფერ დავუძახო, ბებიაჩემი 50 წლისაა - ლუკა შუბითიძის სახალისო ვიდეო
🎥 „მე რაც გავაკეთე, არავის ვურჩევ“ - როგორ დაიკლო მარიტა როხვაძემ წონაში