„მიმდინარე კვირის ბოლოს დედამიწა უარყოფით ენერგოველში გადადის, რაც ზოდიაქოს ყველა ნიშანზე აისახება“, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „დაიჯესტს“ განუცხადა და თორმეტივე ნიშნის შესაძლებლობებზე ისაუბრა:
ვერძი - თქვენ ახლა წლის განმავლობაში ყველაზე რთული პერიოდი გაქვთ, თქვენი იმუნური სისტემა დაბალია, მაღალია როგორც გაციების რისკი, ასევე გაღიზიანების გამოვლენა. ფარული მტრები, ჭორები, ინტრიგები, ვალები, ყველაფერი ერთად შეგახსენებთ თავს. ახლა თქვენ მოგეთხოვებათ ლოცვა, სიმშვიდე და დასვენება.
კურო - ახლა თქვენ ენერგოტონუსს არ უჩივით, ამიტომ აქტიური ენერგიული და ინიციატივიანი ხართ. შესაძლოა ინტერნეტით გაიცნოთ ახალი ადამიანები, მიიღოთ საჭირო ინფორმაცია და გააუმჯობესოთ მეგობრული კონტაქტები, მაგრამ ფინანსებთან დაკავშირებით გაქვთ პრობლემები. თავი შეიკავეთ ზედმეტი დანახარჯებისგან, გადადით ეკონომრეჟიმზე, რადგან მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯი მოგიწიოთ.
ტყუპები - თქვენი ენერგოტონუსი ჯერ კიდევ კარგია, მაგრამ ფაციფუცობთ, ყველაფრის ერთად მოსწრება გინდათ, რაც გაბრკოლებთ. ნუ ჩქარობთ და თანმიმდევრულად მიჰყევით საქმეს. მოსალოდნელია საზოგადოებაში ავტორიტეტის ამაღლება. მთავარია სულსწრაფობა აკონტროლოთ.
კირჩხიბი - თქვენი ენერგოტონუსი მაღალია, ინტუიცია კი მზარდი. ამიტომ შრომისუნარიანი და ნებისყოფიანი ხართ. მაგრამ მოგეთხოვებათ საკუთარი აზრების შენახვა და ნუ გაეხსნებით ყველას, რადგან შესაძლო თქვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენონ თქვენი ნათქვამი.
ლომი - თქვენს ნიშანს ახლა ლილიტი გადის ამიტომ მოგეთხოვებათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაფრთხილება. ასევე მოსალოდნელია ფინანსურად მოგატყუონ, რასაც ძალიან განიცდით და ეს პირდაპირ აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. ამიტომ გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.
ქალწული - თქვენ ახლა არაფერი გიჭირთ, აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი ხართ, თუმცა სავსე მთვარე ბევრ ემოციებს მოგიტანთ რაც ურთიერთობაში ემოციების დაბალანსებას მოგთხოვთ, ნუ იქნებით ხისტები და ზედმეტად კატეგორიულები.
სასწორი - თქვენ ახლა გაორებული პერიოდი გაქვთ, შესაძლოა კარგი რომანტიკული ურთიერთობები ააწყოთ, შეიყვაროთ ვინმე, ან თუნდაც დაქორწინდეთ. მაგრამ აუცილებლად უნდა გააკონტროლოთ თქვენს ირგვლივ მიმდინარე პროცესები, რადგან შესაძლოა დაგპირდნენ და არ შეასრულონ.
მორიელი - თქვენ ახლა შარმიანი, აქტიური და ინიციატივიანი ხართ, ბევრი რამ გამოგდით. წარმატებული ხართ როგორც სამსახურში, ისე სახლში, მაგრამ ზედმეტი ემოციის გამოვლენის შემთხვევაში მოსალოდნელია კონფლიქტი, აგრეთვე უნდა აკონტროლოთ ხარჯები.
მშვილდოსნები - თქვენ ახლა კარგი პერიოდი გაქვთ, გინდათ სიმშვიდე და ჰარმონია. ოჯახი, ახლობლები, მეგობრები და კარგი სიტუაციები გჭირდებათ. ყურადღება მიაქციეთ სანტექნიკას და ელექტროტექნიკას, რადგან შესაძლოა, ამ მიმართულებით დიდი ხარჯის გაწევა მოგიხდეთ.
თხის რქა - აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი და ნებისყოფიანი ხართ. სასიკეთო პერიოდი გაქვთ, მაგრამ შესაძლოა, თქვენი სიჯიუტე დიქტატურაში გადაგივიდეთ, ამიტომ სავსე მთვარეს მართეთ ემოციები და იყავით მშვიდად.
მერწყული - ერთადერთი რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, ეს შესუსტებული ენერგოტონუსი, დაასვენეთ ტვინი და ცოტა წაუძინეთ. მოსალოდნელია საინტერესო საქმიანი ადამიანების გაცნობა.
თევზები - ყველაზე კარგი პერიოდი გაქვთ. 20 მარტამდე კოსმოსი გაჩერების უფლებას არ მოგცემთ. იღბლიანი, შარმიანი და საოცრად ინტუიციური ხართ. ამიტომ გამოიყენეთ ეს დრო და იაქტიურეთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ყველაფერი რუსული მო***ან, მათ შორის კანონი“ - დათო ლიკლიკაძის პასუხი ვახო სანაიას
🔵„გამარჯობა არ უთხრათ. ვისაც გამბედაობა გეყოფათ სახეში მიახალეთ, რომ სინდისგარეცხილი, შუბლზე ძარღვგაწყვეტილი ადამიანები არიან“ - გორგილაძე