Digest Logo

🎥 „ძალიან რომანტიკული გახდებით...წარმატებული კვირა გველოდება“ - მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი

1719219000
მიხეი ცაგარელი

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემა „იმედის დილის“ ეთერში ისაუბრა. 

მიხეილ ცაგარელმა ასევე აღნიშნა ის ფაქტიც, რომ ქართველი ფეხბურთელებისთვის აღნიშნული კვირა წარმატებული იქნება.

♈ ვერძი

გამოცოცხლდებით უკეთ გრძნობთ თავს. გამოსწორდებით და რაც აქამდე კარგად არ მიდიოდა გაუმჯობესდება. ურთიერთგაგება მატულობს. საყოფაცხოვრებო პრობლემებთან დაკავშირებით მეტი იდეა გაგიჩნდებათ და მათ მარტივად მოაგვარებთ. შეცვლით სახლის ინტერიერს და დიზაინს.

♉ კურო

გამოცოცხლდებით, თქვენი ენერგოტონუსი მატულობს. წარმატების შესაძლებლობები ყველა სფეროში მოიმატებს. გიადვილდებათ კონტაქტები. თუ აქამდე უფრო ჩაკეტილი იყავით ახლა კომუნიკაბელურები ხდებით. ურთიერთობები უმჯობესდება და ხდება საინტერესო ადამიანების გაცნობა. სწავლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია.

♊ ტყუპები

ეს კვირა კარგი შესაძლებლობაა შანსების გამოსაყენებლად, რადგან მომდევნო კვირიდან ენერგოტონუსი კლებას იწყებს. ეს კვირა მაქსიმალურად გამოიყენეთ. ყველა სფეროში იქნებით ყურადღების ცენტრში და ავტორიტეტი აგიმაღლდებათ. ფინანსური კუთხით შესაძლოა ძალიან საინტერესო პროექტს გამოკრათ ხელი.

♋ კირჩხიბი

ყოველ დღე კირჩხიბები იგრძნობენ, რომ განწყობა გაგიუმჯობესდებათ და ენერგიები მატულობს. უახლოესი ერთი თვე ძალიან კარგია თქვენთვის. იაქტიურეთ და ყველაფერი გამოგივათ.

♌ ლომი

კარგი პერიოდია უცხოეთში მოგზაურობისთვის. ასევე სასიამოვნოა უცხოელებთან კომუნიკაცია. კრეატიულობა კარგია, მაგრამ გირჩევთ ენას კბილი დააჭიროთ. არ გათქვათ თქვენი გეგმები, თორემ ამ ყველაფერს სხვა თქვენს მაგივრად შეასრულებს.

♍ ქალწული

ენერგოტონუსი მატულობს ასევე მატულობს შარმიც. ბევრი იდეა-პროექტი შეისხამს ხორცს. დაპირებები რომლებიც აქამდე არ გისრულდებოდათ შეგისრულდებათ.

♎ სასწორი

ენერგიულები და აქტიურები ხართ. კარგი პერიოდია შემოქმედებითი კუთხით. ასევე შეიძლება მიიღოთ წინადადება დაწინაურების შესახებ. პროფესიული წინსვლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო კვირა გაქვთ.

♏ მორიელი

ძალიან რომანტიკული გახდებით. შესაძლოა, ადამიანებმა ვერ იცნონ ისეთი რბილი და ფაქიზი გახდეს. კარგია ეს პერიოდი მოგზაურობისთვის. უცხოელებთან აქტიური თანამშრომლობა კარგი იქნება. ენერგოტონუსი გიძლიერდებათ.

♐ მშვილდოსანი

გამოცოცხლდებით ნაკლებად სარკასტული ხდებით და ნაკლებად გაღიზიანდებით. ბევრი იდეა რეალიზდება და ოცნებების ასრულების პერიოდი გაქვთ. არ ისაუბროთ ბევრი და ყველაფერი გამოგივათ.

♑ თხის რქა

ძალიან აქტიური პერიოდი გაქვთ. საუკეთესო პერიოდია პარტნიორული თანამშრომლობის ჩამოსაყალიბებლად. არსებული ძალიან ნაყოფიერი იქნება. სასიყვარულო ურთიერთობები წარმატებულად გამოგივათ.

♒ მერწყული

კარგი შემოქმედები ხართ, თუმცა მოგიხდებათ ვალდებულებების შესრულება. რაც უფრო კარგი ურთიერთობა გექნებათ ხელმძღვანელებთან, მით უფრო წარმატებული იქნებით.

♓ თევზები

დგება ერთ თვიანი სიყვარულის დრო. საუკეთესო დროა პარტნიორული და რომანტიკული კავშირებისთვის. მიიღეთ კონკურსებში და ლატარიებში მონაწილეობა. ეს ის პერიოდია, სადაც აუცილებლად გაგიმართლებთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ეროვნული ნაკრები დღეს ფელბერტში საწვრთნელ ვარჯიშს ჩაატარებს

🎥 „მზებუდობა განაპირობებს იმას, თუ როგორი იქნება მომდევნო ნახევარი წელი ჩვენთვის...“ - რჩევები ნინა სუსლოვასგან

🎥 „საბედისწერო პერიოდი გაქვთ... თქვენში ცეცხლი იღვიძებს და შეიძლება ამ ემოციებმა გარკვეული აგრესია გამოიწვიოს“ - 24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან