Digest Logo

„შაბათს ახალმთვარეობაა, შეიკავეთ თავი ყველაფრისგან ამ დროს გლეხი, წყალსაც კი არ უსხამდა მცენარეს“ - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება!

1719816572
მიხეილ ცაგარლი

 „დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია. ყველა ნიშანს გვაძლევს კარგ შესაძლებლობას.

შაბათს, 6 ივლისს ახალმთვარეობაა კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანშია, ძლიერდება ადამიანებში ემოცია, რომანტიკულობა და სენტიმენტალურობა. შეიკავეთ თავი ყველაფრისგან, არ დაიწყოთ ახალი პროექტების განხორციელება, ამ დროს გლეხი წყალსაც კი არ უსხამდა მცენარეს“, - ამის შესახებ „იმედის დილის“ ეთერში ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს.

მისი თქმით, სამშაბათს, 2 ივლისს პლანეტა ნეპტუნი, ფანტაზიების მმართველი პლანეტა ხდება უკუმავალი, რაც ნიშნავს იმას, რომ გვაბრუნებს უკან ძველ ფანტაზიებთან, ძველ სიყვარულთან და ძველ იდეებთან. 

„ამ დღეს შეიძლება ზოგიერთი დაბრუნდეს ძველ მავნე ჩვევებთან, როგორიც არის ალკოჰოლის და ნარკოტიკის მიღება და იყავით ყურადღებით. 

მერკური, გონების და ინტელექტის მმართველი პლანეტა, 3 ივლისს გადადის ლომის ზოდიაქოს ნიშანში, მოიმატებს ოპტიმიზმი და კომუნიკაბელურობა, მაგრამ არის ნეგატივიც მოიმატებს სიზარმაცისადმი მიდრეკილება“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

მიმდინარე კვირაში არის 4 გეომაგნიტური დღე - ოთხშაბათი, პარასკევი, შაბათი და კვირა. 

„გეომაგნიტური დღეები, როდესაც 3 დღე არის მიყოლებით უჭირთ განსაკუთრებით ხანდაზმულებს, ამიტომ იყავით ფრთხილად და აკონტროლეთ წნევა“, - ამბობს ასტროლოგი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 რომელი ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ელოდებათ ახალი შანსები და ვინ უნდა იყოს ფრთხილად - ანზორ ოდიშარიას რჩევები და გაფრთხილება

⭕„ძალიან მიყვარხარ“ - ხვიჩა კვარაცხელია დედას დაბადების დღეს ულოცავს

⭕„თავები მაღლა, ვამაყობ ჩვენი თამაშით“ - გურამ კაშია