Digest Logo

„ძლიერ იმოქმედებს და გაზრდის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებულ დაძაბულობას...“ - ხათუნა ნოელი 5 ნოემბრის სავსემთვარეობაზე

1762176711
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

იგი ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 5 ნოემბრის მნიშვნელოვან ასტროლოგიურ მოვლენაზე, სავსემთვარეობაზე წერს:

„5 ნოემბერს იშვიათი ასტრონომიული მოვლენა გვექნება, რომელიც ყოველ წელს არ ხდება. დიახ, სავსემთვარეობაზე გესაუბრებით, თუმცა ეს არ არის უბრალოდ სავსე მთვარე, არამედ განსაკუთრებული მახასიათებლების მქონე მოვლენა, როდესაც ღამის მნათობი უჩვეულოდ დიდი დისკის ფორმით წარდგება ჩვენს წინაშე. თუმცა ეს ულამაზესი სანახაობა ჯერ კიდევ წინა ღამით დაამშვენებს ცას და მომდევნო საღამოსაც შესაძლებელი იქნება უმშვენიერესი კადრების გადაღება.

მოკლედ, 5 ნოემბერს ცაზე 2025 წლის პირველ სუპერმთვარეს ვიხილავთ. ასეთი რამ მაშინ ხდება ხოლმე, როდესაც მთვარე თავის პერიგეას აღწევს, ანუ ორბიტის იმ წერტილს, რომელიც დედამიწასთან მაქსიმალურად ახლოს მდებარეობს. ბოლოს ასე ახლოს მთვარე 2019 წლის თებერვალში იყო. ამჯერად, როგორც ასტრონომები ამბობენ ის 356 980 კმ-ის მანძილზე მოგვიახლოვდება.

სავსემთვარეობა კუროს ზოდიაქოში, მე-14 გრადუსზე ხდება, თბილისის დროით 17 საათსა და 19 წუთზე მიაღწევს თავის მაქსიმუმს.და როგორც ჩანს, არა მხოლოდ ღამეულ ცას, არამედ ჩვენი ცხოვრების შინაგან სამყაროს კუნჭულებსაც გააშუქებს. სავსემთვარეობა ჩვენში იწვევს ენერგიის მოზღვავებას, ამ დროს, ყველაფერი რაც ადრე ჩვეული და რუტინული იყო, უეცრად განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. დიდი დოზებით ეს უკვე დამღლელი და გამაღიზიანებელი ხდება. ამიტომაც არის რომ სავსემთვარეობები ასე რთულად მოქმედებს ადამიანების დიდ ნაწილზე.

მთვარე კუროში პასუხისმგებელია ჩვენს შინაგან კომფორტზე, ბალანსზე. ვინაიდან ის მიწის ნიშანშია, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი ხდება ფიზიკურ, ტექსტილურ დონეზე. შეხება, სუნები, გემოები, ნივთების ზედაპირის ფაქტურაც კი, შესაძლოა გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს. ასეთ დროს განასაკუთრებულად მნიშვნელოვანი ხდება ახლობელი ადამიანისაგან წამოსული მხარდაჭერა, თანადგომა - გულწრფელად, ზედმეტი დრამების გარეშე. ნუ დაგვავიწყდება, რომ კუროს ვენერა მართავს, ანუ სიყვარულის გამომჟღავნება და გნებავთ ადამიანურად გულში ჩაკვრა, ძალზე ბევრს ნიშნავს.

კუროს თემებში შედის ასევე ფინანსები, ფული. რაც არაფერია სხვა, თუ არა ჩვენი ენერგეტიკა, რომელიც მატერიალიზდება და შემოსავლის წყაროს აჩენს.

მაგრამ რადგან სავსემთვარეობა,მზისა და მთვარის ზუსტი დაპირისპირების ჟამს ხდება, და თან ახლა მთვარე ასე ახლოსაა, ეს კიდევ უფრო ძლიერ იმოქმედებს და გაზრდის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებულ დაძაბულობას . შესაბამისად ეს არაა კარგი დრო ამ თემების გადასაწყვეტად. ნუ ისესხებთ, ნუ გაასესხებთ, ნუ აიღებთ კრედიტებს ან სხვა ფინანსურ ვალდებულებებს, ნუ დააბანდებთ ფულს მსხვილ წამოწყებებში. მიწის სტიქიის სავსემთვარეობა მოითხოვს შევანელოთ ჩვენი ქმედებები, გადავხედოთ წარსულს, შევაფასოთ ის და მხოლოდ ისე ვიმოქმედოთ. ეს არის დრო, როდესაც ფეხქვეშ საყრდენი უნდა კიდევ ერთხელ მოისინჯოს, რათა დავრწმუნდეთ, რამდენად მყარია ის, რაზედაც ვდგავართ. რადგან სულ მალე, 8 ნოემბერს, კუროს ნიშანს უკუსვლით მოძრავი ურანი დაუბრუნდება. ურანი კი ცვლილებების, მოულოდნელობების, ქარიშხლების და რევოლუციების პლანეტაა. ამიტომ მისი დაბრუნების წინ ნიადაგი უნდა შემზადებული გვქონდეს.

ცალის მხრივ კუროს მოთხოვნილება, რადაც არ უნდა დაუჯდეს, შეინარჩუნოს სტაბილურობა, ხოლო მეორეს მხრივ ურანული ცვლილებები. ამასვე, ანუ ტრანსფორმაციებს ითხოვს მორიელის ნიშანში მყოფი მზეც. მაგრამ აქ არ იქნება არჩევანზე წასვლის საშუალება. პირიქით, ეს ყველაფერი ვარსკვლავების ენიდან შეიძლება ასე ითარგმნოს - ვინც მიიღებს სიახლეებს, ის შეინარჩუნებს სტაბილურობას“, - წერს ხათუნა ნოელი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „მიაწერენ ყველაზე ცუდ თვისებებს და ამბობენ, რომ ისინი არიან შურისმაძიებლები...“ - 6 მითი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებზე

⭕„ჩემი პრობლემა ის იყო, რომ მინდოდა მწვერვალზე ისეთი ადამიანები წამეყვანა, რომლებსაც ჩემი მწვერვალზე დანახვაც კი არ სურდათ“ - ილია თოფურია

🎥 „მან მომცა მოტივაცია, რომ მიმეღო მონაწილეობა ამ პროექტში და როცა ჩემი სახელი გამოაცხადეს, შოკში ვიყავი“ - „რანინას“ გამარჯვებულის პირველი ემოციები